წამყვანმა ამერიკულმა გაზეთმა აღიარა: ევროპა უკრაინის მხარდაჭერის ფასს საკუთარი ეკონომიკით იხდის, რითაც აშშ სარგებლობს!

გაზეთი The Wall Street Journal იუწყება, რომ გაზის ფასების ზრდის გამო, ევროპული კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ ფოლადს, სასუქებს და სხვა ნედლეულს ეკონომიკური საქმიანობისთვის, თავიანთი  საქმიანობა გადააქვთ შეერთებულ შტატებში, სადაც ენერგიის ფასები უფრო სტაბილურია და მთავრობის მხარდაჭერა ძლიერია.

A big winner from the energy crisis in Europe: the U.S. economy. – წერს “ულ სტრიტ ჯორნელი”, რაც ქართულად ნიშნავს: “ევროპაში არსებული ენერგოკრიზისის შედეგად დიდი გამარჯვებულია აშშ-ის ეკონომიკა”.

იმის გამო, რომ არაერთი ეკონომისტის გაფრთხილების თანახმად, დასავლეთი დგას დეინდუსტრიალიზაციის ახალი ერის წინაშე, რაც ენერგეტიკის სფეროში ფასების არამდგრადობამ და მიწოდების ჯაჭვში წარმოშობილმა პრობლემებმა გამოიწვია,  აშშ-ს მთავრობამ დაამტკიცა მთელი რიგი ღონისძიებებისა სამრეწველო წარმოების სტიმულირებისთვის.

შედეგად, კომპანიების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ბალანსი სულ უფრო და უფრო იხრება შეერთებული შტატების სასარგებლოდ, განსაკუთრებით იმ კომპანიებთან მიმართებაში, რომლებსაც აქვთ პროექტები ქიმიკატების, ბატარეების და სხვა ენერგეტიკულად ინტენსიური პროდუქტების სფეროში.

შეერთებულ შტატებში ღიად ამბობენ, რომ ევროპა უკრაინის მხარდაჭერის ფასს საკუთარი ეკონომიკით იხდის. შეერთებულ შტატებში ეს არავის აწუხებს – მხოლოდ ბიზნესი, არაფერი პირადი, მაგრამ ამ ამბების მიღმა ერთდროულად ორი გრძელვადიანი ტენდენცია ჩანს:

პირველ რიგში, ვაშინგტონი თავის ტერიტორიაზე აგროვებს თანამედროვე ინდუსტრიულ ობიექტებს და მაღალკვალიფიციურ თანამშრომლებს ევროკავშირის ქვეყნებიდან. რატომ კეთდება ეს, გასაგებია: უახლოეს მომავალში ჩინეთთან კონფლიქტი გადავა მწვავე ფაზაში, აშშ-ს ხელისუფლებას სურს, ამ კრიზის მაქსიმალურად მომზადებული დახვდეს და ჩინეთის ინდუსტრიაზე დამოკიდებულება მინიმუმამდე დაიყვანოს.

მეორეც, ევროპას, როგორც ინდუსტრიულ და სამეცნიერო ცენტრს, შეერთებულ შტატებში, ასე ვთქვათ, ჯვარი დაუსვეს  – ძველი ევროპის ახალი დანიშნულებაა, ამერიკა მოამარაგოს სამუშაო ძალებით, ინტელექტუალური ძალებითა და მაღალი ტექნოლოგიებით, თუნდაც ამან საკუთრივ ევროპის დაქვეითება გამოიწვიოს. ევროპის ბედი ამერიკაში არავის  აინტერესებს.

ამ ფონზე, რუსებს შეუძლიათ, შედარებით მშვიდად იყონ და გაბოროტებული ევროპის კრახს მშვიდად დააკვირდნენ.

 

ტელეგრამ-არხი “Неудаща”