შემეშალა, მეგონა, რომ რომან გოცირიძეს სმენის პრობლემა ჰქონდა. თურმე სმენაც და ყნოსვაც კარგი აქვს, მაგრამ რეალურად პრობლემა ცოტა უფრო ზემოთ ყოფილა ცნს-ში _ ასე გამოეხმაურა პარლამენტარი ზაალ მიქელაძე ნაცმოძრაობის წევრის, რომან გოცირიძის სტატუს, სადაც წერს:
“უმრავლესობაში ტრაურია. ივანიშვილმა გადაწყვიტა, განდგომილ ოთხეულს მიუერთოს კიდევ ოთხი წევრი: მამუკა მდინარაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, დავით მათიკაშვილი და ვინმე ზაალ მიქელაძე, რომელიც თურმე პარლამენტის წევრი კი არა, მთლად ვიცე-სპიკერი ყოფილა:)))
ტრაური იქნება, აბა რა, ვის უნდა სანქციების სიაში მოხვედრის კანდიდატად ყოფნა?”
როგორც ზაალ მიქელაძემ აღნიშნა ენმ-ს დეპუტატი კანონმდებლობაში კარგად ვერ ერკვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეცოდინენოდა, რომ ახალი კანონმდებლობით აჭარას ვიცესპიკერი არ ჰყავს.
“პარლამენტში რომან გოცირიძემ პასუხი მომთხოვა, ჩემს ულვაშებსა და სმენას რას ერჩიო. ვუთხარი, რომ ეს ის ადგილი არ არის, სადაც ღირსად ჩაგთვლიდე პასუხის-თქო. დარბაზიდან რომ გავიდა, სოციალურ ქსელში სტატუსი გამოუქვეყნებია, სადაც ვიცე სპიკერად მომიხსენიებს. ახალი კანონმდებლობით აჭარას ვიცესპიკერი არ ჰყავს და რატომ ჩამთვალა ვიცე-სპიკერად არ ვიცი. შემეშალა, მეგონა, რომ მას სმენის პრობლემა ჰქონდა. თურმე სმენაც და ყნოსვაც კარგი აქვს, მაგრამ რეალურად პრობლემა ცოტა უფრო ზემოთ ყოფილა ცნს-ში. ანუ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, რომლის გამოსწორებაც არც ისე ადვილია.”არ ვაპირებ ვირაცის ლოგორეაზე პასუხის გაცემას, ლოგორეა დიარეასავით არის, როდესაც ენას ვერ აჩერებ. რაც შეეხება იმ ოთხეულს, იმათთან ერთად ვზივარ და არანაირ დისკომფორტს არ ვგრძნობ,”_ განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
შეგახსენებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ბებიის დღის დაწესებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით ზაალ მიქელაძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა: “მთლად კოლეგად ვერ ჩავთვლი ადამიანს, რომელიც მხოლოდ დაკავებულია, როგორც მათთვის ჩვეულია და განსაკუთრებით ამ პარტიისთვის, მიზნობრივად არასწორი ინფორმაციის გავრცელება… ეს ეხება ბატონ რომან გოცირიაძეს, ულვაშები უშლის ხელს, ძალინ წამოეზარდა, ხელს უშლის არა მხოლოდ სუნთქვაში, არამედ სმენაში. იმიტომ რომ სწორად ვერ მოისმინა, ან უფროსწორად მოისმინა მაგრამ ვერ მიხვდა რაზე იყო საუბარი. ნახავთ ალბათ ოფიცალურ განმართებით ბარათს კომიტეტის სახელით.”