ილია დარჩიაშვილმა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პრინც ფაისალ ბინ ფარჰან ალ საუდთან.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიულოცა საუდელ კოლეგას ქვეყნის ეროვნული დღე და საუდის არაბეთსა და მის ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის დღის წესრიგში არსებული საკითხები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. „კმაყოფილებით აღინიშნა ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის გააქტიურებული თანამშრომლობა პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და სხვა სფეროებში. ხაზი გაესვა ახლო მომავალში დაგეგმილი მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას“ – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
წყარო: 1tv.ge