მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრი, გიორგი მუმლაძე, ავრცელებს ვიდეომიმართვას, სადაც ნიკა მელიასთან, პარტიის ოფისში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობს.
შეგახსენებთ, გუშინ საღამოს, ტვ პირველთან ინტერვიუს დროს, ნიკა მელიამ, პარტიის ოფისში ფიზიკურ დაპირისპირებაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა.
გიორგი მუმლაძე:
მქონდა ლაივი, სადაც ნიკა მელიას ვუსვამდი კითხვებს ვადამდელ არჩევნებზე და იმაზე, რომ რეალურად არაფერი ხდება. როგორც ჩანს ძალიან გაღიზიანდნენ.
დაახლოებით 10 დღის წინ გავიდა სიუჟეტი ტელევიზიაში, სადაც საუბარი იყო ენმ-ის პარტიაში ჩანერგილ აგენტებზე და ამ სიუჟეტიდან გამომდინარე, გავრცელდა ინფორმაცია პარტიაში, ჩვენ ერთ თანამშრომელზე, თითქოს ის არის ეს სუსის აგენტი. ბუნებრივია, გადავამოწმეთ ნოდარ მელაძესთანაც და ყველასთან, რა იყოს სიმართლე – სიმართლე იყო, რომ ჩვენი მეგობარი არაფერ კავშირში არ იყო იმ ხმასთან, რომელიც ვრცელდებოდა სიუჟეტში. მოვითხოვეთ, ეს საკითხი მოგვარებულიყო და ადამიანებს, ვინც ამ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ, უნდა მოეხადათ ბოდიში. პარტიაში ყველამ ერთმანეთთან გადაგვამისამართა, ზოგი ამბობდა, მეც მივამსგავსე ხმა და ა.შ. შემდეგ, ნიკა მელიას თაოსნობით დაიგეგმა . შეხვედრაზე მივედით 7 ადამიანი, მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრები. შეხვედრას უნდა დასწრებოდა ნიკა მელია, პეტრე ცისკარიშვილი და უნდა გარკვეულიყო რატომ გავრცელდა ეს სიბინძურე. როდესაც შევდიოდით ოთახში რამდენიმე ადამიანზე ნიკა მელიამ თქვა – ამათ აქ რა უნდათ? – გამიკვირდა, რა უნდათ რა, მათ თანამებრძოლზე ხდება უბინძურესი ინფორმაციის გავრცელება. მელიამ თქვა, რომ არ უნდა ეს ადამიანები დაესწროს შეხვედრას. – შენც არ მინდა რომ იყო აქო, მითხრა მელიამ. ვკითხე, რატომ? თუმცა, მივხვდი რატომაც, როგორც ჩანს გაღიზიანებული იყო იმ კითხვების გამო, რომელიც დავუსვი. მითხრა, იმიტომ რომ, შენო რაღაც პარტია გინდაო, თუ ცალკე გინდაო. როდესმე რამეში არ დაგიდექი-თქო გვერდში, – ვკითხე და რამდენიმე წამი გაჩუმდა.
აუცილებლად უნდა ვთქვა, რაში დავუდექი ნიკა მელიას გვერდით და როდის:
როცა მისი დაკავების საკითხი იდგა, 3 დღეა და ღამე მოძრაობა საქართველოსთვის წევრებმა, ვიცხოვრეთ პარტიაში, ბოლოს ნახეთ ხომ, რაც მოხდა, თქვა არ არის საჭირო პროვოკაციაო… 4 დღე და ღამე ვიყავით მზად იმისთვის რომ მის დასაცავად სპეცრაზმს შევჩეხებოდით, ვის რა მოუვიდოდა არავინ იცის.
მეორე ტურის დროს გვთხოვა დამკვირვებლებლად მიგვეღო მონაწილეობა. წავედით ზუგდიდში – რა მოხდა იქ? თავს დაგვესხნა 40 ადამიანი, გვცემეს, გვირტყეს, მერე დაგვაკავეს. ადმინისტრაციული წესით დაგვაკავეს და 10 დღე გავატარე პატიმრობაში.
ძალიან უცნაური გადაწყვეტილება იყო შემდეგი – მასობრივი შიმშილობა, მიუხედავად იმისა, რომ არ მოგვწონდა ადგილი, სადაც იგი იმართებოდა, რადგან გადაწყვეტილება მიიღო პარტიის ლიდერმა დავთანხმდით და მოძრაობა საქართველოსთვის ყველა წევრმა ვიშიმშილეთ. სადაც გვერდში დგომა დაჭირდა, ყველგან დავუდექით.
ამიტომ ვერ თქვა რამდენიმე წამი ვერაფერი და მერე მითხრა – რა კითხვებს მისვამ, ფეისბუქზე რა დღეში ხარ? ვკითხე, რამე არასწორია? გაბრაზდა და მითხრა, პროვოკატორი ხარო. ვუპასუხე – მე და შენ შორის პროვოკატორის დედაც…
ამის შემდეგ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება – მისი დაცვის წვერების ნაწილი, მძღოლი და სხვა პირები ჩრთულნი იყვნენ ამ დაპირისპირებაში. იყო დიდი ჩხუბი, რომელიც მათ დაიწყეს და ჩვენც ვუპასუხეთ. რამდენიმე ადამიანს მიადგა დაზიანებებიც. ისინი იყვნენ უმრავლესობაში და ჩვენ უმცირესობაში. ნიკა მელიას როლი იყო წარმოუდგენელი, წამახალისებელი იყო ამ დაპირისპირების.
ლოგიკა რა არის? ქართული ოცნება მდევნის სიტყვის თავისუფლებისთვის და აქაც აღმოვჩნდი ჩემი ფეისბუქ აქტიურობის გამო ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.
ათასი ჭორი ვრცელდება, თითქოს იმიტომ დავუპირისპირდით, რომ ნიკა მელია კეზერაშვილთანაა დაპირისპირებული – სისულელეა, ჩვენ მივედით პარტიაში ჩვენი პირადი ღირსების დასაცავად. ამას მოჰყვა ის, რეალურად რაც აწუხებდა ნიკა მელიას – ეს იყო ჩემი დასმული შეკითხვები.
ვინც ამ ჩხუბში მონაწილეობდა, ესენი არიან ლაჩრები, წარმოუდგენელია ასეთ ხალხთან ერთად რაიმე ბრძოლას ჰქონდეს აზრი. სუსტ მდგომარეობაში მყოფი ხალხის გადათელვა რომ განიჭებს სიამოვნებას… მათ შორის პირდაპირ ვასახელებ ნიკა მელიას – ლაჩარია, აფარებულია დაცვას და ისე ებლატავება ხალხს… სადაც შემხვდება, პირადად გავცემ პასუხს, პირველ რიგში სიტყვიერად და დავიცავ თავს, თუ საჭირო გახდება. ჩემი მთავარი მიზანია, ძალადობისკენ მიდრეკილი ადამიანები მოშორდნენ ნაციონალურ მოძრაობას. აზრის გამო ადამიანების დევნა არის ქართული ოცნების ხელწერა. ნიკა მელიამ მე პასუხი მომთხოვა ფეისბუქზე აქტიურობის გამო. მას აქვს მიუღებლობა განსხვავებული აზრის. ეს ადამიანი არ უნდა იყოს ამ პარტიის თავმჯდომარე.
ამის შემდეგ, ნიკა მელია გამოვიწვიე დებატებში, ერთი სიტყვა არ დამიძრავს, რომ შურს ვიძიებ, ასე ვიზამ… დღეს ვრცელდება ჩემზე ათასი სიბინძურე, ფულისთვის ვაკეთებ რაღაცას, მიშას წინააღმდეგ ვიბრძოდი, ბიძინას კაცი ვარ – ავრცელებენ პარტიაში დასაქმებული, ხელფასიანი ტიპები. თქვენ ხართ ჩმორები, ფეისბუქ ლომები… დღეს ასტრალში გავიდა ერთ-ერთი პარტიული, მონაწილეობდა იმ დაპირისპირების ამბებში. როცა დაწერა სტატუსი, დავუწერე კომენტარი. წაშალა კომენტარი და პირადში დამიწყო მუქარა რომ გამიხვრეტდა შუბლს. ლაჩარი. ამას ემატება, რომ აი, ჩაგისაფრდები, გაგაგორებ… ვაი, თქვენს პატრონს.
ეს ხალხი მოქმედებს ქართული ოცნების ხელდაფარებით, თორემ, ამას ვერ გაბედავდნენ, ფიზიკურ ძალადობას, ადამიანის მუქარას ვერ გაბედავს ოპოზიციონერი, თუ არ გარკვეული არა აქვს “კრიშა”. ეს ადამიანი არის თენგო სანაია.
ჩემი მიზანია, ნიკა მელია იქნას გაგდებული პარტიიდან, ის არის მოძალადე.
სპორტულად ვიჩხუბოთ, თუ გინდა, რინგზე, ქუჩურ ჩხუბში არ გამიგიწვევ, ნიკა მელიას მივმართავ, დაცვას რომ ეფარება ეგ ლაჩარი. მის გამო, მზად ვიყავი სპეცრაზმს დავხვედროდი. მის გამო 10 დღე ვიჯექი ფოთის იზოლატორში.
მასობრივი შიმშილობის იდეა, ალექსანდრე ნიორავას იდეა იყო მასობრივი შიმშილობა და ეს უნდა გამართულიყო პრეზიდენტის სასახლესთან, რომ შედეგი მოეტანა, ამან ადგა და ნაციონალური მოძრაობის ოფისში დაიწყო, მთელი საქართველო დაგვცინობა და მაინც ვიწექით იქ და მაგისი გუნდი, ახლა რომ იცავს მელიას, ჩენთან ერთად დასცინოდა მას ამ გადაწყვეტილების გამო. ჩვენ მაშინ მართლა კინაღამ დავიხოცეთ, წარმოუდგენელია, როცა ამდენი ხალხი შიმშილობს, ხალხი დაგვცინის… საკუთარ სახლში ვშიმშილობ და მაინც პოლიტიკური აქტიაო, გვეძახდნენ და მაინც ვისხედით და ვშიმშილობდით.
ერთი-ერთში შევხვდეთ დებატებში, გამოჩნდება, რა ინტელექტიც აქვს და რომ ლაჩარია. რომელი საუკუნეა, რა იარაღს მესვრის, იმ იარაღს გავთხრი @რაკში, ვინც უნდა იყოს. რამე რომ მოხდეს, ყველას ეცოდინება, რომ ეს ხალხია ჩემთან მტრულ დამოკიდებულებაში და არ ვაპირებ ვინმეს თავი დავუხარო.
ნაციონალური მოძრაობის ხმარდამჭერს მივმართავ, აზრზე მოდით, რატომ ხდება ამდენი წარუმატებლობა…
ყოველ დღე ფიზიკურად გვიწევს შრომა რომ სარჩო გვქონდეს, არც არავის დავუფინანსებივართ, არც არავინ გვინახავს სხვებისგან განსხვავებით.
ადამიანმა ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე, თავისუფლებაზე უარი თქვა შენ გამო, ასეთი ადამიანის განსხვავებულ აზრს რომ ვერ აიტან… წაგების ფორმულად იქეცი ნიკა მელია, ყველაფერი წააგე. ჩართე და ნახე ოქტომბრის მიტინგზე რას ლაპარაკობ. გაყალბებულ არჩევნებში მოიგო კალაძემ და არც კი გიხსენებია, ერთხელ დისკომფორტი არ შეგიქმნია, როგორ გაჩმორებს ასე? მერობა ამოგაცალა ჯიბიდან, როგორც ჩანს შენც იგივე ტიპი ხარ, დაცვას ეფარები, თავი რაღაცა გგონია… ყველამ ნახა რომ მშიშარა და ჩმორი ხარ. არც გამბედაობით, არც ვაჟკაცობით, არც ინტელექტით არ იმსახურებ რომ იყო მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე. ხმის მოტანაში და დაცვაში ვმონაწილეობ, თქვენგან განსხვავებით და არ ვაპირებ ეს ვაქხანალია ჩავყლაპო.
სამწუხაროდ, ზოგჯერ მე და ჩემ მეგობრებს არა გვაქვს ქალაქში გადასაადგილებელი ბენზინის და ტრანსპორტის ფული, განსხვავებით თქვენგან, პრადოს ჯიპებით და დაცვით დადიხართ… რატომ არ მიდიხართ ლარსზე, თუ რამის @რაკი გაქვთ? მანქანები ხომ გყავთ? ბენზინი ხომ გაქვთ? მონდომება? – მონდომება არა გაქვთ.
ფეიუსბუქზე გაქვს მხოლოდ არჩევნები მოგებული და ყველამ იცის კიდევ, თავმჯდომარის არჩევნებზე რა მოხდა.