ზელენსკიმ აღიარა, რომ “პუტინი არ ბლეფობს” – მაშ, რატომ იმეტებს იგი უკრაინის მოსახლეობას?

“უკრაინის” პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ იგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სიტყვებს სერიოზულად აღიქვამს, კერძოდ, რუსეთის მხრიდან საკუთარი ტერიტორიის დაცვისთვის ნებისმიერი საშუალებების, მათ შორის, ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე.

ამერიკულ ტელეკომპანია CBS News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც გუშინ გავრცელდა, ზელენსკიმ განაცხადა:

“შესაძლოა, ეს [ბირთვული იარაღის გამოყენება] გუშინ იყო ბლეფი. მაგრამ ახლა იგი, შეიძლება, რეალობად იქცეს”.

ზელენსკი ჟონგლიორობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურით, რომელსაც თავად აბომბინებს, და ამბობს:

“პუტინს სურს მთელი მსოფლიო შეაშინოს. ეს გახლავთ მისი ბირთვული შანტაჟის პირველი ნაბიჯები. მე არ მგონია, რომ იგი ბლეფობს”.

როგორც ვხედავთ, “უკრაინის” პრეზიდენტად წოდებული სუბიექტი ორჯერ იმეორებს, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენება რეალურია. მართლაც, პუტინმა თავად აღნიშნა, რომ რუსეთი საკუთარ ტერიტორიას, დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას ნებისმიერი საშუალებებით დაიცავს, მათ შორის, ბირთვული იარაღის ძალით (რომელიც ორი გენიოსის, სტალინ-ბერიას დანატოვარია, ისევე, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოში მოსკოვის ვეტოს უფლება).

ნატოს მიერ “უკრაინის” შეიარაღებული ძალების მხრიდან ხერსონის, მელიტოპოლის, დონეცკისა და სხვა ქალაქების მშვიდობიანი ხალხის უნამუსო დაბომბვები აწი სხვაგვარად შეფასდება, როდესაც 27 სექტემბერს რეფერენდუმები დასრულდება – რუსეთი ოფიციალურად იერთებს ამ ტერიტორიებს და აღადგენს ისტორიულ სამართლიანობას. კარგი იქნება, საქართველო თუ გაუძლებს წნეხს და რუსეთს არ აიძულებს ისტორიული უსამართლობა ჩაიდინოს – იძულებით მიიერთოს შიდა ქართლი და აფხაზეთი! მაგრამ, ეს ისე, ლირიკული გადახვევა.

ზელენსკის რაც შეეხება: თუკი იცი, რომ რუსეთი ყველაფერზე წავა და თავისი ტერიტორიების მიმართ აგრესიას გამანადგურებლად, მათ შორის, ბირთვული ბომბით უპასუხებს, რატომ სწირავ საკუთარ ხალხს? – იქნებ იმიტომ, რომ საკუთრად არ მიგაჩნია?

 

გიორგი ბერიძე