ქუჩაში ხომ დავდივართ?! არა მარტო ბოლო ხუთ დღეში… თბილისს ეტყობა რუსეთიდან შემოსული ადამიანების რაოდენობა, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
კითხვაზე, ის რომ შელისუფლებაში იყოს, ჩაკეტავდა საზღვარს? – პასუხობს, რომ გააკონტროლებდა.
“რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს, ეგ არ არის საზღვრის გაკონტროლება და არც იმის გაკონტროლება, შემდეგ რას გააკეთებენ ეს ადამიანები ჩვენ ქვეყანაში რას გააკეთებენ. მერე ვინ მოუსმენს დიანა ტრაპაიძეს და ნინო ბურჯანაძეს. სუსი რომ მაგით დაკავდეს, რომ ის ადამიანები გააკონტროლოს, მერე თქვენი მოსმენის დრო აღარ ექნებათ.
შეიძლება ელემენტარულად დაწესდეს რაღაცა ზღვარი, რამდენმა ადამიანმა შეიძლება გადმოკვეთოს დღის განმავლობაში საზღვარი, რა დოკუმენტები და მოთხოვნებია ამისთვის საჭირო. უამრავი ადამიანი მოაწყდა დღეს საზღვარს და რა ამ ადამიანების უმეტესობა ომის მოწინააღმდეგეები არიან? თუ ომის მოწინააღმდეგეები იყვნენ, ომის დაწყების პირველ კვირაში წამოსულიყვნენ, ან თავის ქვეყანაში გაეპროტესტებინათ,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.