ფლორიდას მეორე კატეგორიის ქარიშხალი “იანი” უახლოვდება.
ფლორიდას მეორე კატეგორიის ქარიშხალი „იანი“ უახლოვდება. გუბერნატორი მოსახლეობას პოტენციური მასშტაბური კატასტროფის შესახებ აფრთხილებს.
სტიქია ფლორიდის დასავლეთ სანაპიროს სავარაუდოდ ოთხშაბათს დაატყდება თავს. ამჟამად ის კარიბის ზღვის აუზში, კუბასთან გადაადგილდება.
ფლორიდის მოსახლეობა საკვებს, სასმელს წყალს, მედიკამენტებსა და საწვავს იმარაგებს.
სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ქარიშხალი მომდევნო საათების განმავლობაში ძალას კიდევ მოიკრებს.
გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ეროვნული გვარდიის 5000-მდე წევრის მობილიზაცია განახორციელა.
წყარო: 1tv.ge