ნუ დაგვავიწყდება, რომ ნიკა მელია სააკაშვილის ნების მიუხედავად, სააკაშვილს სხვა კანდიდატურა ჰყავდა, თავმჯდომარედ აირჩიეს, ე.ი. მას თავისი მხარდამჭერები ჰყავს – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ნუ დაგვავიწყდება, რომ ნიკა მელია სააკაშვილის ნების მიუხედავად, სააკაშვილს სხვა კანდიდატურა ჰყავდა, თავმჯდომარედ აირჩიეს, ე.ი. მას თავისი მხარდამჭერები ჰყავს და ნიკა მელია არ არის მხოლოდ თავის თავის ლიდერი. ამდენად ნიკა მელიას რესურსი უფრო აქვს, ვიდრე სხვებს, ოღონდ თუკი გამოეყოფა და იბრძოლებს დამოუკიდებლად.
წესით მან უნდა გაიმარჯვოს როგორც დამოუკიდებელმა ფიგურამ, თორემ სულ იქნებიან სააკაშვილის მომხრეები უკმაყოფილო მელიათი, მელიას მომხრეები კი სააკაშვილით. ამ შიდა სამზარეულოში ვინ არის მთავარი, დედამთილი თუ რძალი, მაგის გარკვევაში იქნება“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.