შალვა პაპუაშვილი: შავი ფული ტრიალებს ოპოზიციურ ფლანგზე

შავი ფული ტრიალებს ოპოზიციურ ფლანგზე, რაზეც აქამდეც იყო ეჭვები და ახლა ვხედავთ პირდაპირ აღიარებას, რომ პოლიტიკური პარტიები შავი ფულით ფინანსდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობაშ“ მიმდინარე მოვლენების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ ახლა „მომსწრე ვართ აღიარების”, რას ნიშნავს “ოლიგარქიული ფული პოლიტიკაში“.

“საბოლოო ჯამში, სიმართლე თავის გზას ყოველთვის პოულობს, ჩვენ ახლა მომსწრე ვართ პირდაპირ აღიარებისა, რას ნიშნავს ოლიგარქიული ფული პოლიტიკაში და ვხედავთ, რას ნიშნავს ძალადობა პოლიტიკაში. ჩვენ ფაქტობრივად, რასაც ვისმენთ ეს არის აღიარება, რომ ეს არის ერთი ადამიანის ფული, რომელიც ტრიალებს პოლიტიკაში, ეს ფული არსად დეკლარირებული არ არის ამ პოლიტიკურ პარტიებზე. ეს ფაქტობრივად აღიარებაა, რომ შავი ფული ტრიალებს ოპოზიციურ ფლანგზე, რაზეც ეჭვები იყო აქამდეც და ახლა პირდაპირ ვხედავთ პირდაპირ აღიარებას, რომ შავი ფულით ფინანსდება პოლიტიკური პარტიები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.