“სოხუმი-ცხინვალი კი არა, ცეცხლის წვიმის ღირსნი ვართ! ჯვართამაღლება? არა! სატანა აღვამაღლეთ! უფალო, შეგვიწყალე”

დღეს 27 სექტემბერია…
10 დღეა, რაც გავწევრიანდი ჯგუფში “ვეძებ”..
და რას გეტყვით, იცით?

აი, იმ დროებაში, რომელშიც უბრალო მუშაც კი დაპურებული იყო და მის შვილს ყველანაირი შანსი ჰქონდა აკადემიკოსი გამხდარიყო უფასოდ!
სამედიცინო მომსახურება, კურორტები, სწავლა, ფაქტიურად მუქთი ჰქონდა. სახლი, მანქანა, რიგში მდგომს, სახელმწიფოსგან გადაეცემოდა ძირითადად უფასოდ!
კომუნალური გადასახადები ჯამურად არ აღემატებოდა თვეში 20 მანეთს, სოფელი დუღდა!
ხელოვნება, კულტურა, ქართული იდენტობა აყვავებული ჰქონდა…
მეგობარი მეგობრისთვის იყო, ნათესავი ნათესავისთვის, სახელმწიფო კი მოქალაქისთვის….
აი, იმ დროში ქართველების ნაწილმა ტყვეთა სყიდვა აღადგინა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით!!!!
ერთი დამპალი ვაშლი აფუჭებს ტონას და აი, ამ დამპლების ცოდვამ, ერის განადგურებას, დიდი დასაბამი მისცა!!!
ამიტომ, აღარ მიკვირს აღარაფერი, რაც გვჭირს!!!
სულ ვფიქრობდი, რა დავაშავეთ ამისთანა, აი, რაც!
უფალო, შეგვიწყალე ჩვენ უღირსნი!!
(განწმიდე ყველა უდანაშაულო, ვინც უნებლიედ გახდა ინცესტის მსხვერპლი)
სოხუმი და ცხინვალი კი არა, ცეცხლის წვიმის ღირსნი ვართ!!!
ჯვართამაღლება?
არა! სატანა აღვამაღლეთ!!!!

მაია დვალიძე; სოციალური ქსელი