ვლადივოსტოკში იაპონიის კონსული ჯაშუშობისთვის დააკავეს და შემდეგ რუსეთიდან გააძევეს

ქალაქ ვლადივოსტოკში, რუსეთის კონტრდაზევრვამ – ФСБ, ფაქტზე დააკავა იაპონიის კონსული მოტოკი ტაცუნორი, რომელიც საიდუმლო ხასიათის ინფორმაციას იღებდა და ამაში გასამრჯელოს იხდიდა.

კონტრდაზვერვაში აცხადებენ, რომ კონსული ტაცუნორი უკვე გამოცხადდა პერსონა ნონ გრატად და, ვენის დიპლომატიური კონვენციის თანახმად, დატოვებს რუსეთის ტერიტორიას.

ტაცუნორი ცდილობდა, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ერთ-ერთ სახელმწიფოსთან რუსეთის თანამშრომლობის დეტალების შეტყობას, ასევე სწავლობდა დასავლეთის სანქციების გავლენას რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში – ზღვისპირეთის მხარეში, ეკონომიკურ ვითარებაზე – აღნიშნულია რუსული სპეცსამსახურების 26 სექტემბრის შეტყობინებაში. შეტყობინებას თან ახლავს ვიდეომასალაც: