ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ უკრაინელებს “საკუთარი ტერიტორიების დაცვაში” ატომური იარაღიც ვერ შეაჩერებს

უკრაინელებს “საკუთარი ტერიტორიების დაცვაში” ატომური იარაღიც ვერ შეაჩერებს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა­.

“თუ პასუხი არ იქნება მსოფლიო თანამეგობრობისგან, ნატოს ქვეყნების მხრიდან ასეთ თავხედ თავდასხმაზე (თუ იგი, ღმერთმა დაგვიფაროს, მოხდება), ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ დავიცავთ “ჩვენს მიწას”. მინდა ყველამ გაიგოს, რომ ჩვენი გაჩერება არავის შეუძლია: არც პუტინს, არც მის ჯარებს. ეს უკვე არაერთხელ დადასტურდა”, – განაცხადა დანილოვმა.

მისი თქმით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს აპარატმა შეიმუშავა მოქალაქეებისთვის დეტალური ინსტრუქციები იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს და უახლოეს დღეებში აპირებს “მის მაქსიმალურად გამოქვეყნებას”.