“ჩემი აზრით პირველი და მთავარი რაც უნდა გაკეთდეს ისაა, რომ პარტიის ხელმძღვანელობამ აღიაროს დაშვებული შეცდომები და პარტიის ლიდერთა რიტორიკა და მოქმედებები ისე შეიცვალოს, რომ ენმ გულწრფელ და საღად მოაზროვნე არცერთ წევრსა და მხარდამჭერს ეჭვი აღარ შეეპაროს, რომ ჩვენი პატრია არის სწორედ მიშას მორალური და პოლიტიკური ლიდერობით, საქართველოს ერთიანობის, დემოკრატიის, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების, საქართველოს ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების იდეის გარშემო, კონსოლიდირებულ პატრიოტთა, გუნდი,” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს, რომელიც პარტიაში მიმდინარე მოველენს ვრცელი წერილით გამოეხმაურა.
ენმ-ს კურსისა და პოლიტიკის, ასევე პარტიის შიგნით არსებული ვითარების თაობაზე ბოლო დროს გაჩენილი კითხვების თაობაზე საკმაოდ ხშირად ვსაუბრობ ტელე ეთერებში, თუმცა ცხადია ბევრ ჩვენს გულშემატკივარს არ აქვს საშუალება ყველაფერს მოუსმინოს.
ბევრი მემიანება და ჩემს აზრს მეკითხება პარტიაზე, ნიკა მელიაზე და ჩვენი გუნდის შიგნით არსებულ ვითარებაზე.
ზოგი პირდაპირ მთხოვს ან მოითხოვს ის ან ეს ხელმძღვანელი გავაგდო, გავუშვა და პარტია “გაიწმინდოს” და ასე შემდეგ.
გადავწყვიტე აქ წერილობით, ერთიანად ჩამოვაყალიბო, ის რაც ბევრჯერ მითქვამს ეთერებში ან პორადად პასუხად გამიცია ჩვენი გულშემატკივრებისთვის, ახლახანს სწორედ დაახლოებით ეს მივწერე ერთერთ ჩვენიან ქალბატონს:
ცხადია ზოგადად ასეა, რომ მსოფლიოში ყველა პარტია “სუსტია” მანამ სანამ ოპოზიციაშია, ანუ სანამ ვერ ჯობნის სხვა პარტიას და ძალას ვინც ხელისუფლებაშია.
ენმ-ს რამხელა ძალები და ფული უპირისპირდება ვიცით და წარმოგვიდგენია ხო?
მართლა, ზოგი იტყოდა ძლივს გვიდგას პირში სული, როგორც პოლიტიკურ მექანიზმს და თუ მხარდაჭერის ნაცვლად რეჟიმის მოწინააღმდეგე მოქალაქეებისაგან ლანძღვას და წიხლს მივიღებთ, ეს გამოასწორებს საქმეს?
ჩემი ღრმა რწმენით, ეს მიდგომა ნამდვილად არ გამოგვადგება.
“გაწმინდეთ” პოლიტსაბჭო რომ მომიწოდებთ, (ან მოგვიწოდებთ) ეგ როგორ წარმოგიდგენიათ, მე ან სხვას აქვს ამის იურიდიული და წესდებით გათვალისწინებული უფლებები გვაქვს და შემიძლია ვინც მე არ მომწონს გავაგდო და ვინც მომწონს მოვიყვანო?
ეს ადამიანები ყველანი არიან ენმ ყრილობის მიერ არჩეულები და მათი გადარჩევა მხოლოდ ყრილობის კომპეტენციაა ენმ წესდებით.
თავმჯდომარე კი მთლად პირდაპირი არჩევნებით ავირჩიეთ წელიც არაა გასული და მე ან სხვა ვინმე მას ასე როგორ გავუშვებთ?
ცხადია მუდმივი არავინაა და ვინც ხალხს არ უნდა იმას გადაირჩევენ, ან ხელახლა აირჩევენ და ესეც წესდებით უნდა მოხდეს. სხვა ვარიანტი არ არსებობს.
პარტიაში ბევრი სხვადასხვა ადამიანი და აზრია, პირადად მე ნიკა მელიას ან რომელიმე პოლიტსაბჭოს წევრს, კი არ ვიცავ კონკრეტულად (ჩემი ადვოკატობა არავის სჭირდება), პარტიის წესდების გათვალისწინებით (რასაც ვერავინ გადაახტება), ვცდილობ გავითვალიწლისწინო ყველა რეალური გარემოება და პირველ რიგში დავიცვა მთელი პარტიის ინტერესი და სახელი.
ვფიქრობ ასე უნდა მოიქცეს ჩვენი დიდი გუნდის ყველა წევრი.
ყველას, ვინც მიშას მომხრე და პატრიოტია უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოში პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის, მსხვილი ბიზნესების, თითქმის ყველა მედიის, პარტიისა და ენჯეოების გამკონტროლებელი და მმართავი რუსი ოლიგარქის დამმარცხებელი მთავარი ძალა და პოლიტიკური მექანიზმი არის სწორედ (მიშას ლიდერობით მოქმედი პარტია) ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და თუ მას დახმარების ნაცვლად ჩავწიხლავთ, გავლანძღავთ და სახელს გაუტეხთ, “რატომ აქამდე ვერ დაამარცხე საქართველოში მოქმედი პუტინის მე-5 კოლონა, თავისი მილიარდებითა და ბერკეტებითო”, ამით მხოლოდ მაგ მონსტრის ინტერესების წისქვილზე დავასხამთ წყალს.
იგი გაძლიერდება და მერე მისი დამმარცხებელი ვეღარავინ იქნება.
მესმის რომ ყველას გვინდა მიშა საერთოდ ვერ დაეპატიმრებია მოღალატე პუტინისტების ამ ბანდას, ან შეგვძლებოდა სასწრაფოდ მისი გათავისუფლება (ფიზიკურად როგორ მზა რეცეპტი არ მაქვს) მაგრამ ასეთ რეჟიმთან ჩვენი ბრძოლა ადვილი რომ არაა ხომ ყველას გვესმის?
ვფიქრობ უნდა გვესმოდეს.
ვიცით, რომ ისე სწრაფად როგორც ჩვენ გვინდა წინსვლა სამწუხაროდ ვერ არის, თუმცა იმასაც ხომ ხომ ვხედავთ, რომ გლობალურადაც (მადლობა გმირულად მებრძოლ უკრაინელ ხალხს და მთელს ცივილიზირებულ სამყაროს) და ლოკალურად საქართველოშიც, პუტინი და მისი მოკავშირეები სუსტდებიან და ეს პროცესი შეუქცევადია.
მალე დადგება მომენტი (ცხადია ჩვენც უნდა დავაჩქაროთ) როცა იგი დამარცხდება და ეს აუცილებლად მოხდება საქართველოშიც, მხოლოდ იმ შემთცვევაში თუ მისი ალტერნატივა პოლიტიკური მთავარი ძალა ფეხზე ძლიერად იდგება, იმით რომ მას ექნება საზოგადოების პატრიოტული ნაწილის შესაბამისი მორალური, პოლიტიკური და (თქვენ წარმოიდგინეთ) ასე აუცილებელი ფინანსური მხარდაჭერაც.
პარტიის გინებით და დისკრედიტაციით, უნებლიედ, მხოლოდ მტრის საქმეს გავაკეთებთ.
მიმაჩნია, რომ პარტიის გარშემო ახლა რა ვნებათაღელვაც ხდება, მას აქვს ობიექტური მიზეზებიც, მესმის, რომ ჩვენმა პარტიამ და (უფრო მეტიც) მთელმა ქართულმა პატრიოტულმა საზოგადოებამ (განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა) მიუხედავად დასავლეთის მხარდაჭერისა, ჯერ მაინც ვერ შეძლო საქართველოს ციხეებში ჩამწყვდეული რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების (პირველ რიგში მიშას და ნიკას) გათავისუფლება, რაც ხალხის დიდ გულისწუხილს (და გაბრაზებასაც) იწვევს, ამას დაერთო ისიც რომ ჩვენი ზოგიერთი წევრებისა ლიდერების (მე ჩემს თავს ვაკრიტიკებ პირველ რიგში) ცალკეულმა განცხადებებმა სწორედ ამ გულნატკენ საზოგადოებაში დატოვა იმის განცდა, რომ თითქოს ენმ მის დამფუძნებელსა და მთავარ ლიდერს – მიშას, რაღაცნაერად ემიჯნება, ან როგორც მინიმუმ შესაბამის ყურადღებას შეგნებულად არ უთმობს და ამან გამოიწვია პარტიის ხელმძღვანელობის მიმართ სრულიად ბუნებრივი და მე ვიტყოდი, სრულიად სამართლიანი, კრიტიკა.
სამწუხაროდ კრიტიკას ასევე მოყვა ლანძღვა გინებაც, ზოგმა (რეალურად ჩვენიანმა, მაგრამ ძალიან გამწარებულმა ადამიანმა) ვერ მოზომა, გადაამლაშა და ზედ მთელი პარტიაც მიაყოლა.
ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელსაც პოლიტიკოსებმა და პარტიის ხელმძღვანელობაში მყოფმა წევრებმა (მოგვწონს თუ არა) თვალი უნდა გავუსწოროთ და შესაბამისი რეაგირება უნდა მოვახდინოთ.
ჩემი აზრით პირველი და მთავარი რაც უნდა გაკეთდეს ისაა, რომ პარტიის ხელმძღვანელობამ აღიაროს დაშვებული შეცდომები და პარტიის ლიდერთა რიტორიკა და მოქმედებები ისე შეიცვალოს, რომ ენმ გულწრფელ და საღად მოაზროვნე არცერთ წევრსა და მხარდამჭერს ეჭვი აღარ შეეპაროს, რომ ჩვენი პატრია არის სწორედ მიშას მორალური და პოლიტიკური ლიდერობით, საქართველოს ერთიანობის, დემოკრატიის, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების, საქართველოს ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების იდეის გარშემო, კონსოლიდირებულ პატრიოტთა, გუნდი.
და რომ ეს პარტია ბოლომდე, უკომპრომისოდ იბრძოლებს მიშას თამადობით ყველა პოლიტპატიმრის და საწართველოს გასათავისუფლებლად.
ამით ყველა ეჭვი და გაუგებრობაც მოიხსნება და ვითარება ისე დაწყნარდება, რომ პარტიის გახლეჩვასა და დისკრედიტაციაზე ოლიგარქის სუსი და სხვა სტრუქტურები და საცეცები ისე აქტიურად და ეფექტიანად ვეღარ იმუშავებენ, როგორც ამას (ცხადია დრო იხელთეს) დღეს აკეთებენ.
რაც შეეხება პარტიის ხელმძღვანელობის მთლიან ან ნაწილობრივად გამოცვლის მოწოდებას, ესეც ლეგიტიმური და სრულიად ნორმალურია და რა თქმა უნდა წესდების შესაბამისად, რაც გასაკეთებელია ის მოხდება (თუ და) როგორც ამას პარტიის წევრთა უმრავლესობა და ყრილობა განსაზღვრავს. დღეს ენმ წევრობა და მისი ხელმძღვანელობა, რეალურად თავის ტკივილი და საფრთხეა, ვიდრე რაიმე ხეირი და კომფორტი და მას არავინ ნორმალური არ ებღაუჭება.
მაგალითად მე (ბევრმა არ იცის და ბარემ აქაც დავწერ) არც სადმე საკრებულოში, არც პარლამენტში და (თავმჯდომარის გადაწყვეტილებით), აღარც სამდივნოს შემადგენლობაში აღარ ვარ,
ენმ პოლიტსაბჭოს 100 წევრს შორის გახლავართ ერთერთი, შემიძლია იქედანაც გამოვიდე (იქ არც ჩინმედლებს ან ხელფასს არ იძლევიან ) თუ ამით პარტიას სიკეთეს მოვუტან, ჩემს ბრძოლას, ჩვენს დიდ გუნდთან ერთად, რიგითად, ისე როგორც ამის საშუალება და ბერკეტები მექნება, მაინც გავაგრძელებ.
ამ საკითხზე (ვგულისხმობ რიტორიკისა და ქცევის შეცვლას) პარტიაში უკვე დაწყებულია მსჯელობა და მჯერა ყველაფერი სწორედ ამ მიმართულებით დალაგდება.
ეს კი იქნება მყარი გარანტია იმისა, რომ ჩვენი მხარდამჭერები და წევრები პარტიის, ხელმძღვანელობის კრიტიკასთან, (რაც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ყოველთვის) ერთად,
ყველანი ვიმუშავებთ ენმ-ს გაძლიერებაზე ყველა კუთხითა და მიმართულებით, რათა მაქსიმალურად დავაჩქაროთ ამ ეტაპზე მისაღწევი მთავარი მიზნის რეალიზაცია, მიშას და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და პუტინისტების
მოღალატეთა ბანდის რეჟიმის, საქართველოს ხელისუფლების სადავეებიდან, ჩამოცილებას.
უნდა ყველას გვესმოდეს, რომ ძალა მართლაც ერთობაშია!
საქართველოს სიყვარულით და ერთად ბრძოლით, საქართველოში უნდა გათენდეს და გათენდება კიდეც.
ყველას დიდი მადლობა გაგებისთვის, მოთმინებისთვის და თანადგომისთვის!
ყველა პატრიოტი მიყვარხაართ და პატივს გცემთ.
დიდება საქართველოს!