ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკო აფხაზეთში იმყოფება. “ეხო კავკაზას” ინფორმაციით, ლუკაშენკო არაოფიციალური ვიზიტით დღეს დილით ჩავიდა.
არსებული ინფორმაციით, ლუკაშენკო აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას ხვდება.
შეხვედრაზე მხარეები ორმხრივ ურთიერთობას, სავაჭრო-ეკონომიკურ თანნამშრომლობას, საერთაშორისო ვითარებას, გამოწვევებსა და საფრთხეებს გაანალიზებენ.
გამოცემის ცნობით, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ საგზაო პოლიციის მანქანების თანხლებით აფხაზეთში ავტოკოლონა მოძრაობს.
26 სექტემბერს, სამუშაო ვიზიტით ალექსანდრ ლუკაშენკო სოჭში, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან ჩავიდა.