თბილისში, მეტროსადფურებში გამოჩნდნენ მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მგზავრთა ნაკადს ზოლებად ყოფენ. არასწორად მოძრავ ადამიანებს კი ამაზე მიუთითებენ.
ამის ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელში მრავლად გავრცელდა.
ამ თემაზე კომენტარი გააკეთეს თბილისის მერიაშიც, სადაც თქვეს, რომ მონიტორინგის თანამშრომლები მგზავრთა ნაკადს მოაწესრიგებენ.
“დღეს თბილისის მერმა დაავალა შესაბამის სამსახურებს პრობლემურ მეტროსადგურებში მგზავრთა ნაკადის მოწესრიგება, რათა მოქალაქეებმა შეძლონ უსაფრთხოდ და შეუფერხებლად გადაადგილება. ამ მიზნით პიკის საათებში მონიტორინგის თანამშრომლებმა დაიწყეს მგზავრთა ნაკადის მოწესრიგება”, – აცხადებენ მერიაში.
ცნობისთვის, ბოლო დღეებია თბილისის მეტროში პიკი საათებში ძალიან ბევრი ხალხია. განსაკუთრებით კი ეს ეხება მეტროსადგურ “სადგურის მოედანს”, სადაც ადამიანები ერთი ხაზიდან მეორეზე გადადიან და პირიქით