მთავარი > ახალი ამბები > თეთრი სახლის პრესმდივანი - რუსეთში არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ ბრძოლა პუტინის ომში, მათ შეუძლიათ, განაცხადონ აშშ-ში თავშესაფარზე, მივესალმებით ყველას, ვინც თავშესაფარს ეძებს
თეთრი სახლის პრესმდივანი – რუსეთში არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ ბრძოლა პუტინის ომში, მათ შეუძლიათ, განაცხადონ აშშ-ში თავშესაფარზე, მივესალმებით ყველას, ვინც თავშესაფარს ეძებს
28.09.2022 00:49
ჩვენ ვხედავთ საპროტესტო აქციებს რუსეთის ქუჩებში. ვხედავთ, რომ ადამიანები ხელს აწერენ პეტიციებს და ვფიქრობ, მესიჯი, რომელსაც ისინი გვიგზავნიან, ძალიან ნათლად არის ის, რომ ამ ომს, რომელიც პუტინმა დაიწყო, ამ ომს, რომელიც დაიწყო კრემლმა, მხარს არ უჭერენ, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ-ჟან პიერმა განაცხადა.
როგორც კარინ-ჟან პიერმა აღნიშნა, რუსეთში არიან ადამიანები, რუსები, რომლებსაც არ სურთ ბრძოლა პუტინის ომში ან არ სურთ დაიღუპონ ამისთვის, ეს ძალიან ცხადია.