ვერშემდგარი უკრაინელი ტერორისტი ირინა ნავალნა: “ადამიანები არ შემეცოდებოდნენ – მე ხომ მათ არ ვიცნობდი”

დონეცკ-ლუგანსკის ხელისუფლებამ გუშინ დააკავა 24 წლის ირინა ნავალნა, რომელიც აწ უკვე მშვიდობიან ქალაქ მარიუპოლში ტერორისტული აქტის მოწყობას აპირებდა. ტერაქტი აფეთქების გზით უნდა მომხდარიყო, ხოლო ასაფეთქებელი ნივთიერებით (1 kg პლასტიდით) იგი უკრაინის შეიარაღებულმა სტრუქტურებმა უზრუნველჰყვეს.

მორიგი ტერორისტი ფულის მოტივით მოქმედებდა – ბრიყვ გოგოს, უკრაინაში დაბრუნების შემდეგ, 70 ათას გრივნას დაპირდნენ. ნავალნას მარიუპოლის ადმინისტრაციის შენობის აფეთქება დაავალეს.

თვითნაკეთი ასაფეთქებლის ადგილზე დატოვების შემდეგ, ერთმა დაკვირვებულმა მოქალაქემ პოლიციას გამოუძახა და ველოსიპედით გაქცეული დივერსანტი დააკავეს.

დაკითხვაზე ნავალნამ შესაბამის შეკითხვასთან დაკავშირებით თქვა, რომ ადამიანები თუ დაიხოცებოდნენ, მას ისინი არ შეეცოდებოდა, ვინაიდან მათ არ იცნობდა.

ამას თავად ნავალნა ამბობს ვიდეოზე, რომელიც ამ ინფორმაციის ბოლოსაა განთავსებული.

აი ასეთ ცალსახად დეგენერატ სუბიექტებზე აკეთებს გათვლას უკრაინის ხელისუფლება, რომლებსაც შემდეგ “პარტიზანებად” მოიხსენიებს. მაგრამ ახლა, ირინა ნავალნა გასამართლდება, როგორც ტერორისტი. მისი ბედი შესაშური არ არის.