ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს “უკრაინის ტერიტორიებზე” ხალხის გადარჩენა სურს

რუსეთს “უკრაინის  ტერიტორიებზე” ხალხის გადარჩენა სურს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა  რეფერენდუმების ბოლო დღეს, 27 სექტემბერს განაცხადა.

“დღეს, სპეციალური სამხედრო ოპერაციისა და დონბასში რეფერენდუმების ჩატარების პირობებში ხალხის გადარჩენა ყველა ტერიტორიაზე, ზუსტადაც ხალხის გადარჩენა ყველა ტერიტორიაზე, სადაც ეს რეფერენდუმი ტარდება – ეს ყველაფერი წინა პლანზეა და მთელი ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის ყურადღების ცენტრშია”, – განაცხადა პუტინმა.