„ნაცმოძრაობაში“ პროცესები აბსოლუტურად ლოგიკურად ვითარდება. ის, რომ ეს უიდეო, უღიმღამო, შინაარსისგან აბსოლუტურად დაცლილი და ბელადზე ჩამოკიდებული პარტია ადრე თუ გვიან დაიშლებოდა, მოსალოდნელი იყო, და დღეს საზოგადოება ამ პროცესს ადევნებს თვალყურს, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ანალიტიკოსმა, ანდრია გვიდიანმა განაცხადა.
„რაც შეეხება კეზერაშვილს, დღეს ვნახეთ გარკვეული მცდელობა, რომ ეს ადამიანი გაირეცხოს და მისი ძველი ბრალეულობა დავიწყებას მიეცეს, რაც გამორიცხულია. ეს არის კაცი, რომელმაც ქართული ჯარი და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები გაყიდა, და შესაბამისად, დღეს ამ ფულს იყენებს ოპოზიციის, ტელევიზიების, ე.წ. არასამთავრობოების, სინამდვილეში კი ასევე პოლიტიკური პარტიების დასაფინანსებლად. დღეს ჩვენ ვნახეთ მისი აღიარებითი ჩვენება, რომ ეს არის ამ სისაზიზღრის დამფინანსებელი. ამ მედიიდან მუდმივ რეჟიმში გვესმის ზიზღის და სიძულვილის ენა, დეზინფორმაცია და ეს ადამიანი აფინანსებს „ფეიკნიუსებს“, რაც, მე ვფიქრობ, მიუღებელია. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ქართული საზოგადოება ამას კარგად ხედავს და კარგად იცის, თუ ვინ არის და რას წარმოადგენს დავით კეზერაშვილი“, – აცხადებს გვიდიანი.