დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ „რუსეთის შემადგენლობაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ შეთანხმებებს“ ხვალ მოეწერება ხელი

უკრაინის “ოკუპირებული ტერიტორიების” რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებული შეთანხმებების ხელმოწერა კრემლში ხვალ, 30 სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის ცნობით, რუსეთის შემადგენლობაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ შეთანხმებებს ხელმოწერა ხვალ ადგილობრივი დროით 15:00 საათზე გაიმართება. ცერემონიაზე ვლადიმერ პუტინი მოცულობითი სიტყვით გამოვა.

ამასთან, მოგვიანებით იგეგმება ფედერალური კრებისადმი რუსეთის პრეზიდენტის მიმართვა.