ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილს ბრიყვულად მოუვიდა, აღიარა, რომ ოლიგარქია,მას სისხლიანი, ხალხის ძარცვით ნაშოვნი ფული აქვს

„დღეს გამოვიდა კეზერაშვილი და აღიარა, რომ ოლიგარქია. მას აქვს სისხლიანი ფული, ხალხის ძარცვით ნაშოვნი ფული – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ დეოლიგარქიზაციაზე საუბრისას განაცხადა.

„დღეს გამოვიდა კეზერაშვილი და აღიარა, რომ ოლიგარქია. მას აქვს სისხლიანი ფული, ხალხის ძარცვით ნაშოვნი ფული. თავდაცვის მინისტრი იყო და ერთ თვეში მილიარდიანი ბრუნვის მქონე კომპანიის მფლობელი გახდა. ნაძარცვი ფულით ცდილობს პოლიტიკაზე და მედიაზე გავლენის მოპოვებას. წერილი გამოაქვეყნა და აღიარა, რომ ოლიგარქია. ის პირდაპირ ერევა პოლიტიკასა და მედიაში.

ვაფინანსებ ამ ხალხსო, პირდაპირ თქვა – აფინანსებს პოლიტიკოსებს, აფინანსებს მედიას – ის არის ოლიგარქი. უკრაინული კანონი რომ ავიღოთ, ეს არის ოლიგარქის თემა. ნაძარცვი ფული აქვს წაღებული და ამის ინვესტირებას ახდენს პოლიტიკასა და მედიაში, რათა ხელისუფლება შეცვალოს. ბრიყვულად მოუვიდა, აღიარებითი ჩვენებაა – აღიარა, რომ ოლიგარქია. ჩვენს ქვეყანაში საჭიროა დეოლიგარქიზაცია. ასეთი ადამიანები არ უნდა ფლობდნენ თუნდაც ელემენტარულ გავლენას ქართულ პოლიტიკასა და მედიაზე. ასეთი კრიმინალების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს. ჩვენ კულტურული ქვეყანა ვართ და კეზერაშვილი ქართულ კულტურას არ შეშვენის. შესაბამისად, დეოლიგარქიზაცია მნიშვნელოვანია. რაც შეეხება სხვა ადამიანებს – ჭუტა შეშვენის ქართულ კულტურას? შეიძლება ესენი ქართულ პოლიტიკაზე გავლენას ფლობდნენ? ეს მიუღებელია. ქართული კულტურისთვის ეს ადამიანები აბსოლუტურად უცხო ორგანიზმია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.