ცოტა ხანში რუსები ქართველების რაოდენობას გადააჭარბებს – უკონტროლო შემოდინება ჩვენ სუვერენიტეტს აყენებს რისკის წინაშე, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“დღეს ქვეყანა დგას რამდენიმე განზომილებიანი საფრთხის წინაშე. ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება სერიოზული საფრთხე, სუვერენიტეტი დგას რისკის წინაშე. მათ შორის ეკონომიკური უსაფრთხოება, რომელიც მხედველობაშია მისაღები და ასევე ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ეროვნული ღირსების საკითხია, როდესაც ოკუპირებულ ქვეყანაში ათი ათასობით რუსი უკონტროლოდ შემოდის.
მოქალაქეებმა რომ კარგად იცოდნენ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს 3 და 4 თვეში. დღეს შეიძლება საქართველოს მოქალაქემ გარკვეული ფინანსური სარგებელი მიიღოს რუსების შემოსვლით, მაგრამ ხვალ ისინი საქართველოს მოქალაქეებს მათ შორის უმუშევრობაში გაუწევენ კონკურენციას. ხვალ, როდესაც ამ რუსებს რუსეთიდან გამოტანილი ფული ამოეწურებათ, კრიმინალის ზრდის საფრთხეა.
მასიურად შემოდიან რუსი ახლაგაზრდები, ეს იმ ფონზე, როდესაც ათი ათასობით ქართველი ტოვებს საქართველოს. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ ცოტა ხანში საქართველოში რუსები ქართველების რაოდენობას გადააჭარბებენ,” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.