„რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს სოჭში შეხვედრის დროს, მინსკის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ“, – ამის შესახებ ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ეს თემები არ განხილულა“, – განაცხადა პესკოვმა და ასევე, დასძინა, რომ საუბარი არც ყირიმის აღიარებაზე არ ყოფილა.
„ეს არის აბსოლუტურად შიდა საკითხი, ბელარუსის სუვერენული უფლება და ჩვენ ველით, რომ ჩვენი ბელარუსი თანამებრძოლები დამოუკიდებლად და მათთვის დროულად მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.“– აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ 28 სექტემბერს ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.