ფრანგული გაზეთი: პსჟ-ის პრეზიდენტის მითითებით კატარელ ბიზნესმენს ციხეში აწამებდნენ

პსჟ-ის პრეზიდენტის ნასერ ალ ხელაიფის მითითებით კატარელ ბიზნესმენს ციხეში აწამებდნენ – საქმეში ფიგურირებდა დოკუმენტები, რომელიც ეხება კორუფციულ სქემებს, მათ შორის იმას, როგორ მოიპვა კატარმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება.

ფრანგული გაზეთის Libération-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია იმაზე, რომ ნასერ ალ ხელაიფი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ბიზნესმენ ტიების საქმესთან, რომელსაც მისი მაკომპრამეტირებელი დოკუმენტები ჰქონდა. კატარელი ბიზნესმენი 2020 წლის 13 იანვარს დააპატიმრებს და მხოლოდ 9 თვის თავზე გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც მან დოკუმენტები პსჟ-ს პრეზიდენტს გადასცა.

მედიის ცნობით, საქმე ეხებოდა კორუფციულ სქემებს, მათ შორის იმას, როგორ მოიპოვა კატარმა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება და საუბარია ასევე ალ ხელაიფის პირადი ცხოვრების დოკუმენტებზეც.

ამასთან ფრანგული გაზეთის ცნობით, ალ ხელაიფის მითითებით დაპატიმრებულ ბიზნესმენს ციხეში აწამებდნენ – არ აძლევდნენ დაჯდომის უფლებას თუ ის დასმულ კითხვებზე სასურველ პასუხებს არ იძლეოდა. მას ასევე ემუქრებოდნენ მოკვლითაც.

ასევე დოკუმენტაციის გასაჯაროებას ხელს უშლიდა კატარის ხელისუფლებაც.