პოლონეთის საელჩო საქართველოში: ვგმობთ ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში და მტკიცედ ვდგავართ საქართველოს გვერდით ამ პროვოკაციისას

ვგმობთ ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში და მტკიცედ ვდგავართ საქართველოს გვერდით ამ პროვოკაციისას, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.

“ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში სრულად უგულებელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ქართული და საერთაშორისო სამართლის ამ უხეშ დარღვევას და მტკიცედ ვდგავართ საქართველოს გვერდით ამ პროვოკაციისას,” – წერია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.

შგახსენებთ: ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გუშინ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც აფხაზეთის პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყებამ ალექსანდრ ლუკაშენკოს  აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა, შემდეგ კი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.