თამარ კორძაია: ლუკაშენკო კი არ მიუახლოვდა წითელ ხაზს, გადაკვეთა! ისიც კი გვიკვირს, როცა “ოცნება” ხმას იღებს რუსეთის მოკავშირეების წინააღმდეგ

ლუკაშენკო კი არ მიუახლოვდა წითელ ხაზს, გადაკვეთა! ისიც კი გვიკვირს, როცა “ოცნება” ხმას იღებს რუსეთის მოკავშირეების წინააღმდეგ, – ასე უპასუხა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ “ტვ პირველის” ეთერში ინა გრიგოლიას კითხვას პარლამენტის თავმდჯომარის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ძალიან მიუახლოვდა წითელ ხაზებს.

“ლუკაშენკო წითელ ხაზს კი არ მიუახლოვდა, გადალახა ეს წითელი ხაზი, როდესაც მან დააღვია საქართველოს კანონმდებლობა და ჩავიდა ოკუპირებულ აფხაზეთში. ჩვენმა ხელისუფლებამ სულ რაღაც უახლოეს წარსულში გააფორმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ხელშეკრულება და ასეთი ტიპის ქმედებას ჩადის, მხოლოდ განცხადებებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. მაგალითად შეიძლება დაიბარონ ელჩი, გაიწვიონ და ა. შ. მოკლედ, რაღაც პოლიტიკური ნაბიჯი ამ მიმართულებით გადასადგმელა. იმიტომ, რომ ვანახოთ ჩვენი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, მაგრამ გულწრფელად გითხრათ ეს შეფასებებიც გამიკვირდა ხელისუფლების მიხრიდან, რაც თქვენ გააჟღერეთ. სამწუხარო რეალობა ისაა, რომ ჩვენ გვიკვირს, როდესაც ხმას იღებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ არ ამოუღია, მაგრამ რუსეთის მოკავშირეების წინააღმდეგ.

არ მინდა არაობიექტური ვიყო და ვთქვა, რომ ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა ვითარებას, ევროპა დახვდა მოუმზადებელი. არავინ არ ელოდა, რომ 100-150 ათასი ადამიანი (ესეც არ არის დათვლილი) მიაწყდება საზღვრებს, რათა ომში არ მიიღონ მონაწილეობა,” – განაცხადა თამარ კორძაიამ.