ვინც ვერ გაიგეთ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტის არსი, თქვენი სათაყვანებელი ღარიბაშვილი, ვითარცა დიდი ფილოსოფოსი, გადაიკითხეთ ხოლმე!

მირეკავს სხვადასხვა ხალხი და აბა, რა ხდება, რა უნდა ამ რუსეთს ჩვენგან, ლუკაშენკო რატომ ჩამოიყვანეს სოხუმში “ჩვენს” დაუკითხავად და მისთ. გირჩევთ, თქვენი დიდი მოაზროვნე, დიპლომატი და, ზოგადად, გენიოსი, ირაკლი ღარიბაშვილი შეისწავლოთ.

არ მოისვენა თუ არ მოასვენეს, აუცილებლად უნდა ელაყაფა გაეროს ტრიბუნაზე. მე ვფიქრობ, სჯობდა, ასე პირაკრული მჯდარიყო სახლში (როგორც ამ ფოტოზეა) და გაეროში არაფერი ეთქვა!

მოკლედ და კონკრეტულად – ახალს არაფერს გთავაზობთ, მხოლოდ ჩვენი ირაკლის “ღარიბული” მარგალიტები, რომლებიც მან გაეროს ტრიბუნაზე გადმოაფრქვია – და მიხვდებით, რატომ არის საქმე ცუდად; ლუკაშენკოს აფხაზური ვიზიტი მხოლოდ დასაწყისია!

მაშ ასე, ირაკლის მარგალიტები, წითელი ფერით – ჩემი კომენტარები:

“ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო საერთო მიზნებისკენ მიმავალი საერთო საქმისთვის ყველაფრის გაკეთება, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია. 

ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას არ მივაღწევთ. ახლა მალე, იძულებით დაისვენებ, თუ გონს არ მოეგე.

 

ეს იმას ნიშნავს, რომ გავაგრძელებთ ჩვენი დემოკრატიისა და ეკონომიკის ყველა ასპექტის რეფორმირებასა და მოდერნიზებას უმაღლესი გლობალური სტანდარტების მიღწევამდე. 

ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიმავალი გზა სახლში დაბრუნებას ნიშნავს, რადგან ეს ცივილიზაციური არჩევანია და მას ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ერთხმად უჭერს მხარს. 

 

ჩვენი ისტორიული გადაწყვეტილებაა გავერთიანდეთ ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში და ეს ძირეული პრინციპი განსაზღვრავს საქართველოს საგარეო პოლიტიკას (ოჯახი ქალისა და მამაკაცის კავშირი აღარ არის?). განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დაწინაურების მიმართულებით. ეს ფუძემდებლური ფასეულობები საერთო გვაქვს ევროპულ ინსტიტუტებთან. 

 

ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა გვაქვს მომზადებული, რომელშიც მრავლად არის ისეთი ინიციატივები და რეფორმები, რომლებიც 2024 წლისთვის ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის წარდგენას უზრუნველჰყოფს. 

 

ამისათვის, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც ძლიერი და მტკიცე მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს მთელი ამ წლების განმავლობაში.  

როგორც განვმარტე, საქართველო აღმასვლას აგრძელებს. ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. ვძლევთ ახალ კორონავირუსს და გრძელვადიანი გეგმის შესრულებას შევუდგებით დემოკრატიის, ეკონომიკისა და საზოგადოების გასაძლიერებლად. თუმცა, დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით – დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია. 

რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ჩვენი გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს.- ბარემ ბოლომდე თქვი, რომ ეს უფრო გადარდებს: გეიროპულ ოჯახში შესვლის “მისწრაფებებს” რომ ანელებს ანტიგეი-რუსეთი. 

ჭეშმარიტად გლობალური მოქალაქის იდეისადმი ჩვენი ქვეყნის ერთგულებას წინ ვერაფერი დაუდგება და ვერც გარე ძალები შეაფერხებს, თუმცა ჩვენი მრავალნაბრძოლი თავისუფლება ყოველ დღე ექცევა გამოწვევების ქვეშ. 

 

ჩვენივე მიწაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ვხდებით ჰუმანიტარული კრიზისის მომსწრე, რომელზეც პასუხისმგებლობა მხოლოდ ოკუპანტ ძალას აკისრია. 

 

წელს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაცია იქნა მიჩნეული საქართველოს ამ ორი რეგიონის ოკუპანტად და რეალური კონტროლის მქონედ. სწორედ მას დაეკისრა პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებზე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.  – ახლა როცა შეიერთებს აფხაზეთს, მერე მთლიანად ყველაფერზე დაეკისრება პასუხისმგებლობა რუსეთს, შენ კი ბიძინას წინაშე ხტუნვას განაგრძობ, სავარაუდოდ, საქართველოში აღარ, სადმე ისრაელში, კეზერაშვილის მეზობლად.

 

დღეს აქედან მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას – ერთობლივად ვიმოქმედოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების დარღვებზე რეაგირებით; ერთობლივი ძალისხმევით შეეწყოს ხელი ევროკავშირის მედიაციით 2008 წლის აგვისტოში ხელმოწერილ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. – რომელი შეთანხმების, სააკაშვილმა რომ დაუთმო ახალგორის რაიონი? 

ქართული მიწა ყოველ დღე ექცევა მცოცავი ანექსიისა და ე.წ. ბორდერიზაციის ქვეშ. ეს გულისმობს ადამიანთა გატაცებებს, უკანონო დაკავებებს, მიმოსვლის თავისუფლების უკანონო შეზღუდვებს და მშობლიურ ენაზე განათლების უფლების ჩამორთმევას – განსაკუთრებით გალის რაიონში. პანდემიის პერიოდში, ამან პრინციპში შეუძლებელი გახადა სამედიცინო დახმარების მიზნით ადამიანთა ევაკუაცია. – ეს კარგი ადგილია უვარგის ტექსტში, მაგრამ ამ პრეტენზიით ჯერ მოსკოვისთვის უნდა მიგემართა. მოგისმენდნენ, გაგიგებდნენ. გაერო კი ვერაფრით დაგვეხმარება.  

ყველა ეს ქმედება უმძიმეს ტვირთად აწევს მავთულხლართების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას. ყოველივე ამის მიზეზი კარგად უნდა გვესმოდეს: წინასწარ დაგეგმილი ეთნიკური წმენდა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის გამოსადევნად. ამას ბოლო უნდა მოეღოს. 

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეალურ ჰუმანიტარულ კრიზისს ვხედავთ. ხოლო აქეთა მხარეს ხდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება, ახალგაზრდა თაობის წვდომა მსოფლიო კლასის განათლებაზე, უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურა და აყვავებული ბიზნესი. – მახსოვს, დიადი მიშაც ამას გაჰკიოდა, თითქმის სიტყვა-სიტყვით!

 

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებშიც იგივე შესაძლებლობები და განვითარების პერსპექტივები გვინდა არსებობდეს; ახალგაზრდებისთვის კეთილდღეობა გვინდა. – ჩვენი გაბედნიერებულ-განარკომანებული ახალგაზრდობისთვის “გირჩი” გყავს და აფხაზ და ოს ახალგაზრდებს რას ერჩი?

 

სწორედ ამ მიზეზით, შევიმუშავეთ სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ხალხს გაუუმჯობესებს ცხოვრების დონეს.  – თქვენ ანუ მთავრობამ კი არ შეიმუშავეთ, ამერიკის დაზვერვამ შეგიმუშავათ, რუსეთთან პროვოკაციების მიზნით.

 

გვწამს, რომ მხოლოდ მდგრადი მშვიდობითა და უსაფრთხოებით მიეცემა უკეთესი მომავლის იმედი ჩვენს მოქალაქეებს. სწორედ მშვიდობისა და სტაბილურობის პირობებში იწყებს ეკონომიკა აყვავებას, ხოლო ჩვენი ხალხი კეთილდღეობაში თანაცხოვრებას. 

სწორედ ამიტომ მინდა მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს: ჩვენი ნამდვილი ძალა თანამშრომლობასა და ერთობაშია, რის გამოც ჩვენს მტრებს უნდა ჩვენი გამიჯვნა და დაშორება. – აფხაზები და ოსები არ მიგიჩნევენ ძმად, პატარა ირაკლი, გაიგე! რაც მთავარია, რუსეთს არ მიიჩნევენ მტრად, შენ რომ რუსებს აბეზღებ და თავს იბითურებ, ამხელა გაეროში…

 

ჩვენ საერთო ისტორია გვაქვს და ერთი სამშობლოს – საქართველოს – ნაწილი ვართ. ამიტომ, ერთად უნდა განვსაზღვროთ ჩვენი საერთო მომავალიც. ერთად და მშვიდობიანად უნდა ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა, რათა ის ჭეშმარიტად დემოკრატიულ, აყვავებულ და მომავალზე ორიენტირებულ, ევროპულ საზოგადოებად იქცეს. – ვერ და არ იქცევა აფხაზი და ოსი ევროპულ საზოგადოებად, და ვერც ქართველი. ღმერთმა დაგვიფაროს თანამედროვე ევროპული საზოგადოებისაგან!

 

გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა ბევრად იზრდება. საჭადრაკო დაფაზე დინამიური ასპარეზობის მოწინავე ხაზზეა შავი ზღვა. ეს არის კონფლიქტების მართვის მიკროსამყარო: მე ვიტყოდი თუ მშვიდობა და სტაბილურობა აქ შენარჩუნდება, სხვაგანაც გახდება შესაძლებელი იგივე შედეგის მიღწევა. – მშვიდობა და სტაბილურობა შავი ზღვის ნატოს გემების სათარეშო ადგილად ვერ მიიღწევა. ნაკლები ნატოს გემები ქართულ პორტებში – ამასაც გირჩევ, ირაკლი!

 

ვოლოდიმირ (საბჭოთა დროს – ვლადიმერ) არახამია