ვლადიმერ ზელენსკი უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომას მოიწვევს

უკრაინის “პრეზიდენტი” ვლადიმერ ზელენსკი 30 სექტემბერს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომას მოიწვევს. შესაბამის ინფორმაციას “პრეზიდენტის” პრესმდივანი სერგეი ნიკიფოროვი ავრცელებს.

მისი თქმით, სხდომის დღის წესრიგი და სხვა დეტალები მოგვიანებით გასაჯაროვდება.

შეგახსენებთ, მანამდე კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ 30 სექტემბერს კრემლში გაიმართება რუსეთის შემადგენლობაში „ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ შეთანხმებების“ ხელმოწერის ცერემონია.