პრეზიდენტი: ჩვენ ვადასტურებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს სრულ მხარდაჭერას!

სალომე ზურაბიშვილი – “ყალბი” რეფერენდუმის გაფორმებას, რათა გაამყარო საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს

“ყალბი” რეფერენდუმის გაფორმებას, იმისთვის, რომ გაამყარო საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და ძალისმიერი ანექსია, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ლიდერებთან ერთად ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის  ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერას.

„ჩვენ უარვყოფთ საერთაშორისო სამართლის ასეთ უხეშ დარღვევას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს სრულ მხარდაჭერას“, – წერს პრეზიდენტი.