ანჯეი დუდა – კრემლის დღევანდელი ქმედებები მათი მარცხია, ვისაც გულუბრყვილოდ სჯეროდა რუსეთთან კომპრომისის

კრემლის დღევანდელი ქმედებები მათი მარცხია, ვისაც გულუბრყვილოდ სჯეროდა რუსეთთან კომპრომისის, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა პირად Twitter-ის გვერდზე წერს.

“პოლონეთი გმობს უკრაინის ტერიტორიების ანექსირების რუსეთის მცდელობებს და არასდროს აღიარებს მათ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დამცველების მხარდაჭერას იქამდე, სანამ აგრესორი არ განიდევნება. კრემლის დღევანდელი სასოწარკვეთილი ქმედებები – მათი მარცხია, ვისაც გულუბრყვილოდ სჯეროდა რუსეთთან კომპრომისის”, – წერს დუდა.