დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა.

როგორც ბრიტანეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, სანქციები დაუწესდა რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელ ელვირა ნაბიულინას.

ასევე დიდმა ბრიტანეთმა გააფართოვა რუსეთში მომსახურებისა და საქონლის ექსპორტის აკრძალვა.