ახალ გარემოებებში უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება საშუალებას მისცემს ჩვენს პარტნიორებს 2008 წლიდან დაშვებული შეცდომები არ გაიმეორონ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება “ფეისბუქზე”, პირად გვერდზე წერს.
„უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება დიდი ხანია მომწიფდა და გადამწიფდა. უკრაინა ევროატლანტიკური უსაფრთხოების უკვე განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ჯერ არ გვაქვს მეხუთე მუხლის ქოლგები, მაგრამ ნატოს ყველა წევრი დე ფაქტო იმყოფება უკრაინის ქოლგის ქვეშ, ჩვენი შეიარაღებული ძალების დაცვის ქვეშ. ამიტომ უკრაინამ დღეს ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა, რომლის მიღებაც ახალ გარემოებებში არ საჭიროებს “მაპის” მიღებას და საშუალებას აძლევს ჩვენს პარტნიორებს არ გაიმეორონ 2008 წლიდან დაშვებული შეცდომები”, – წერს კულება.
ცნობისთვის, უკრაინა ნატო-ში შესვლის განაცხადს აკეთებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინამ ხელი მოაწერა განცხადებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული შესვლის შესახებ.