ენტონი ბლინკენი – ყურადღებით ვაკვირდებით, ხომ არ განიხილავენ რუსეთში ბირთვული იარაღის გამოყენებას

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-ს არ უნახავს, რომ რუსეთი მართლაც დგამდეს ნაბიჯს, რომელიც მოგვცემდა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინასთან ომში. თუმცა, მისი თქმით, აშშ ძალიან სერიოზულად ეკიდება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ „ბირთვული იარაღის ჟღარუნს“. ამის შესახებ CNN იუწყება.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, ხომ არ აკეთებს რაიმე ისეთს რუსეთი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ განიხილავენ ბირთვული იარაღის გამოყენებას. დღეისთვის ჩვენ არ გვინახავს მათი ასეთი ქმედებები.

ჩვენ ასევე ვიცით, რომ რუსეთი დაკავებულია საშინელი სისასტიკით უკრაინისადმი და ამიტომ მუქარებს, რომლებიც მათგან მოდის, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით“, – განაცხადა ბლინკენმა.