“ერთსა გთხოვ მამა-შვილურად” – რას წერს ნიკოლოზ წულუკიძე გარდაცვლილ შვილზე

ნიკოლოზ წულუკიძის ვაჟი, კიტა წულუკიძე 29 სექტემბერს 2 წლის გახდებოდა.

ასე ახასიათებდა მამა პატარა ვაჟს:

“კიტა ძალიან დინჯი და მოკრძალებული ბიჭია. კიტა არ ტირის, შორისდებულით გაგრძნობინებს, რომ რაღაც აწუხებს. ევროპელია.

დასაც ჰგავს და დედიკოსაც და მამიკოსაც, მაგრამ ჩვენზე მშვიდია. ზედმეტად არ შეგაწუხებს, არც იტირებს. ძალიან ვცდილობ, ჩემს მეუღლეს კი არ მივეხმარო, ბავშვის აღზრდაში მივიღო მონაწილეობა და რაღაც გამოდის.

სესილიამ თავიდან ცოტა იეჭვიანა, მაგრამ ახლა მსგავსი არაფერია, პირიქით, ძალიან გვეხმარება კიტას აღზრდაში” – ამბობდა ნიკა ინტერვიუში.

თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ ტრაგედიამდე, ნიკამ გადაცემა „სთორიში“ ერთგვარი წინათგრძნობა გაამხილა.

ნიკოლოზ წულუკიძე: – ყველაზე დიდი ადამიანური შიში ვერ დავძლიე. ჩემი ყველაზე დიდი შიში ჩემი ახლობლების დაკარგვის შიშია. მგონია, რომ ვერ მოვერევი და ეს მთრგუნავს.

როცა ყველაზე მეტად გიჭირს, ვინ როგორ იზიარებს შენს სატკივარს, ის გამახსოვრდება.

ბოლო დროს ფიქრი მიყვარს, შვილებზე, ოჯახზე, მშობლებზე. ვაანალიზებ და შეცდომებს ვნახულობ, განსაკუთრებით შვილებთან მიმართებაში. თუ ყურადღებას დააკლებ მერე ისე განცდი, რომ შენი შვილისთვის ვერ მოიცალე… მაქვს სწრაფვა კარგი მშობლობისკენ. შინაგანი სამზადისი მაქვს.

ტარიელ ხარხელაურმა ამ ტრაგედიას ლექსი მიუძღვა. მოგვიანებით ნიკამ, მადლობის ნიშნად, თიანეთში ჩააკითხა პოეტს. აი, რა სიტყვები უძღვნა თავად შვილმკვდარმა პოეტმა თეატრმცოდნეს.

“არ გკად­რებ, არ გა­გამ­ხნე­ვებ, არც სიმ­შვი­დეს გთხოვ სუ­ლი­სას,

შენს თავს შენ უნდა უწამ­ლო – წა­მალს სხვას ნუ სთხოვ წყლუ­ლი­სას,

ბინ­დის­ფე­რო­ბამ სოფ­ლი­სამ დღე მრა­ვალს გა­და­უ­ნის­ლა,

მეც ამ ტკი­ვილ­მა და­მიდ­ნო თხე­ლი კედ­ლე­ბი გუ­ლი­სა,

დამ­ლია წუ­თი­სო­ფელ­მა, ამ­ღვრე­ვამ სიყ­ვა­რუ­ლი­სამ…

მოვ­თქვამ, ასეთ­მა ამინდმა ლა­მის ჭკუ­ი­დან შემ­შა­ლოს,

გად­მო­დი, მოვ­თქვამ ძილ­ში­აც – ცრემ­ლო! თვა­ლებ­თან შემშრა­ლო,

ერ­თსა გთხოვ მამა-შვი­ლუ­რად – მზე მაგ გულ­ში არ შეც­ვა­ლო!

მტერს ლაღი უნდა ეგო­ნო – ტკი­ვი­ლით მი­წის მკბე­ჩა­ვო…

დრო სიმ­ღე­რას გთხოვს? იმ­ღე­რე! ჯავ­რმა არ გა­გა­ბე­ჩა­ვოს.

შვი­ლო! ჭრე­ლია სა­წუთ­რო, ზნეს არ და­იგ­დებს თა­ვი­სას,

ბევ­რჯერ აგიშ­ლის გო­ნე­ბას ჩქა­მი სუ­ლე­თის კა­რი­სა,

ბევ­რჯერ ცრემ­ლე­ბით დაჰ­ხვდე­ბი ცაზე გად­მოს­ვლას მთვა­რი­სას,

ბევ­რჯერ აჰ­ხე­დავ ეჭ­ვი­თა ზნეს უფ­ლის სა­მარ­თა­ლი­სას…

უნდა იბ­რძო­ლო! სიკ­ვდილ­თან შეკ­ვრა არ გმარ­თებს ზა­ვი­სა,

არცა გთხოვ გვერ­დის აქ­ცე­ვას მთი­დან მომ­სკდა­რი ზვა­ვი­სას,

ცრემ­ლის­თვის ღამე და­ზო­გე – დღე რომ აბ­ჯა­რი აის­ხა!..”

სხვა ბევრი ცნობილი ადამიანის თანაგრძნობას შორის, გამორჩეული იყო ლანა ღოღობერიძის ვრცელი პოსტი. გთავაზობთ მცირე ამონარიდს.

“შენ ვერ ჩა­ი­კე­ტე­ბი სა­კუ­თარ ტკი­ვილ­ში, სა­კუ­თარ თავ­ში. და პი­რი­ქით, ეს მარ­თლაც უსას­რუ­ლო ტან­ჯვა კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვებს შენს თა­ნაგ­რძნო­ბას ადა­მი­ან­თა მი­მართ. ჩემო ნიკა, მი­გუ­ლე შენს გვერ­დით”, – წერდა სოციალურ ქსელში ნიკოლოზ წულუკიძე.