ევროზონაში ინფლაცია რეკორდულ ნიშნულზეა, გერმანიაში 10%-იანი წლიური ინფლაცია 1951 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა

ევროზონაში ინფლაციამ ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა – 10.0% (აგვისტოში 9,1%). ამის შესახებ ევროსტატის ვებგვერდი იტყობინება.

2022 წლის სექტემბერში ინფლაციის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში (ესტონეთი – 24,2%, ლიეტუვა – 22,5%, ლატვია – 22,4%). მაღალია ინფლაციის ნიდერლანდებში (17,1%), სლოვაკეთში (13,6%), საბერძნეთში (12,1%), ბელგიაში (12,0%), ავსტრიაში (11,0%), გერმანიაში (10,9), სლოვენიაში (10,6%).

ფასების ყველაზე ნელი ზრდა ფიქსირდება საფრანგეთში (6.2%), მალტაზე (7,3%), ფინეთში (8,4%), ირლანდიაში (8,6), ლუქსემბურგში (8,8%)/

საშუალო ევროზონურზე ნკლებია ინფლაცია კვიპროსზე (9,0%), ესპანეთში (9,3), იტალიაში (9,5%) და პორტუგალიაში (9,8%)

გერმანული პრესის ცნობით, 10%-იანი წლიური ინფლაცია (გერმანია ევროსტატისგან განსხვავებული მეთოდით გამოითვლის ინფლაციის დონეს – „აიპრესი”) გერმანიაში ბოლოს 1951 წელს იყო.