გიორგი მარგველაშვილი: რას იტყუებთ თავს, თითქოს პუტინს სურს საქართველოში დივერსანტები შემოიყვანოს

შეხედეთ თქვენს მთავრობას, რომელიც თქვენ გმართავთ და ამაზე მეტი დივერსანტის შემოშვება რაში სჭირდება ვლადიმირ პუტინს მაინტერესებს, იმისთვის რომ ამათი დაწყობილი რუსული საქმე იმ საწყალმა ველოსიპედზე მჯდომებმა არიონ? – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

საქართველოს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა – პატივცემულებო, ის თეორიები, რომ იქიდან შემოდიან დივერსანტები, რომ პუტინს სჭირდება რაღაც მიზეზი, რომ საქართველოს დაესხას თავს, რომ პუტინი ამ ხალხს უშვებს საქართველოში იმისთვის, რომ აქ რამე არეულობა მოაწყონ, არის აბსოლუტურად უხერხემლო. თუ უყურებთ გლობალურ ვითარებას, პუტინს არანაირი ფორმალური საფუძველი არ სჭირდება იმისთვის, რომ რამე აქცია განახორციელოს. არავითარ ფორმალურ და პოლიტიკურ საფუძვლებს არ ეძებს. თუ პუტინს მიზნად აქვს საქართველოს ოკუპაცია, ამას არ სჭირდება 200 ათასი კაცის აქ შემოშვება. რა დივერსანტებზე ვლაპარაკობთ და რას იტყუებთ საკუთარ თავს, რომ პუტინს საქართველოში სჭირდება დივერსანტი და თურმე რუსი შპიონები უნდა შემოიყვანოს ამ საწყელი ველოსიპედისტების სახით. ძალიან მარტივად თუ გაინტერესებთ, ჩართეთ ტელევიზორი და შეხედეთ თქვენს მთავრობას, რომელიც თქვენ გმართავთ და ამაზე მეტი დივერსანტის შემოშვება რაში სჭირდება ვლადიმირ პუტინს მაინტერესებს, იმისთვის რომ ამათი დაწყობილი რუსული საქმე იმ საწყალმა ველოსიპედზე მჯდომებმა არიონ? ნუ შეხვალთ ამ პანიკაში და ნუ ხართ შეშინებულები. შეშინებულები იყავით იმითი, ვინც ზის ამ ქვეყნის ხელმძღვანელობაში და რა მიმართულებით მიჰყავს საქართველო. ამან შეგზაროთ და შეგაშინოთ და არა ვიღაცა გაუბედურებულმა რუსმა , რომელიც გამოიქცა სხვა ქვეყნიდან. სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ჩემთვის განსაზღვრება იმისა, რომ ლტოლვილი, ომისგან და სიკვდილისგან რომ მოდის, იმას როგორ უნდა გადაუარო, ცუდად როგორ უნდა მოვექცე. ეს ქვეყანა შექმნილი არის ილია ჭავჭავაძის პრინციპებზე, რომელმაც თქვა, რომ ეს ქვეყანა ყველა ლტოვილის და ჩაგრულისთვის სავანეა“ _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.