გიორგი მარგველაშვილი: საქართველოში ყველა პრობლემა არის მეორადი, გარდა ერთისა, რომელიც სასწრაფოდაა განსახორციელბელი, ეს არის ხელისუფლების შეცვლა

ზიხარ პარლამენტში და ერთად აპირებ კანონი დაწერო, იმის თაობაზე, როგორ დაიცვა საქართველო იმ ტიპთან, რომელსაც ეძახი, რომ რუსეთის აგენტია, სად არის აქ ადეკვატურობის შემადგენელი – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

“ოპოზიციონერები მედიდურად გამოდიან და რუსეთიდან გადმოსულ უბედურ ხალხზე საუბრობენ, რომ რაღაცნაირად ესენი გააჩერონ, ამ დროს პარლამენტში სხედან, იმ მთავრობასთან ერთად, რომელსაც მოღალატეობრივს ეძახიან და იმათთან ერთად კანონპროექტი უნდა დაწერონ, თუ როგორ გააჩერონ რუსი ვოლოსიპედისტი, რომელმაც თურმე საქართველო უნდა არიოს. ზიხარ პარლამენტში და ერთად აპირებ კანონი დაწერო, იმის თაობაზე, როგორ დაიცვა საქართველო იმ ტიპთან, რომელსაც ეძახი, რომ რუსეთის აგენტია, სად არის აქ ადეკვატურობის შემადგენელი. საქართველოში ყველა პრობლემა არის მეორადი, გარდა ერთი პოლიტიკური მიზნისა, რომელიც არის ნათელი და სასწრაფოდ განსახორციელბელი, ეს არის ხელისუფლების შეცვლა, სხვა ყველა დეტალი, ლუკაშენკო სად ჩავიდა, რამდენი რუსი გადმოვიდა… გასაგებია, რომ შეიძლება ჰუმანიტარული კატასტროფა იყოს, ამიტომ ქვეყანამ უნდა გაზომოს რამდენი არის ამ გაუბედურებული, შეშინებული ადამიანების მიღების შესაძლებლობა, ვთქვათ ამდენს მივიღებთ, ამის მერე ვკეტავთ“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.