გიორგი ვაშაძე: პუტინის განცხადებები უტიფრობის კასკადი იყო,“ოცნებაც” ზუსტად ასეთივე უტიფარია

“ეს იყო უტიფრობის კასკადი, მაგრამ მე მინდა პარალელი გავავლო, ხომ არ ეცნობა ქართულ საზოგადოებას უტიფრობის ეს ხელწერა?!” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებებთან დაკავშირებით.

“ქართული ოცნება ზუსტად ასეთივე უტიფარია. რასაც ქართული ოცნება ქართველ ხალხს უკეთებს საკუთარი დეზინფორმაციის კამპანიით, ზუსტად ეს არის. ეს არის რუსული საბჭოთა ხელწერა. თქვი ტყუილი, დააბრალე ყველაფერი სხვას და სიცრუეში მოაქციე საზოგადოება. ეს არის აგიტაცია-პროპაგანდა, დეზინფორმაცია თუ ჰიბრიდული ომი. აი, რაც ჩვენ დღეს პუტინისგან მოვისმინეთ. ვინც ვუსმენდით, ხომ ეს შთაბეჭდილება დაგვრჩა, როგორი უტიფარი, თავხედი, ტერორისტი, მატყუარაა ეს ადამიანი. მეგობრებო, ზუსტად ასეთები არიან ქართული ოცნებაც. ზუსტად ასე უტიფრად გამოვლენ და იტყვიან ევროკავშირის წევრობა გვინდაო, მეორე დღეს კი გამოვლენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.