ჯო ბაიდენმა დაგმო რეფერენდუმი, და ხაზგასმით აღნიშნა, რომ შედეგები მოსკოვში ჩაწყობილი იყო.
„ამერიკის შეერთებული შტატები, მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, აშშ არასოდეს, არასდროს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის “სუვერენულ ტერიტორიაზე” “, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
„იმპერიული ამბიციების განსახორციელებლად რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე გაეროს წესდებისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძირითადი პრინციპების უხეში დარღვევა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.