ჯორჯია მელონი – პუტინის საბჭოური ნეოიმპერიალისტური ხედვა საფრთხეს უქმნის მთელი ევროპული კონტინენტის უსაფრთხოებას

პუტინის “საბჭოური ნეოიმპერიალისტური” ხედვა საფრთხეს უქმნის მთელი ევროპული კონტინენტის უსაფრთხოებას, – ამის შესახებ იტალიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის “იტალიის ძმების” ლიდერმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა.

“პუტინმა კვლავ აჩვენა თავისი საბჭოური ნეოიმპერიალისტური ხედვა, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელი ევროპული კონტინენტის უსაფრთხოებას.

რუსეთის მიერ ერებს შორის თანაარსებობის წესების ეს უკანასკნელი დარღვევა ადასტურებს დასავლური დემოკრატიების სიმტკიცისა და ერთიანობის აუცილებლობას”, – განაცხადა მელონიმ.