„მთავარ არხს” დავაფინანსებ, თუ ნიკა გაიწევაო… უკრაინაშიც ბიზნესი მიშამ ხომ არ დაგილაგა?“ – ელისო კილაძემ კეზერაშვილს ბრალდებები წაუყენა

ელისო კილაძის მიმართვა დავით კეზერაშვილს, რომელმაც განცხადება გაავრცელა და მის მიმართ ბოლო დროს გაჟღერებულ ბრალდებებს უპასუხა.

“კეზერ”, ასე არ გამოვა – დემოკრატია ლობიოობა არაა, მარტო ის იკითხო რაც მოგწონს.

რაკი დაბლოკილი გყავარ და მედიაჰოლდინგი „ქრონიკის” გვერდით შენს სტატუსზე დაწერილი ჩემი კომენტარი წაშალე, აქ გაგიმეორებ სათქმელს:

1. კვლავინდებურად მაინტერესებს, ვის ეკუთვნის შენი სტატუსის ტექსტი (მეტისმეტად დახვეწილია, შენი ლექსიკისთვის)

2. პარტიების დღის წესრიგში არ ვერევიო, ენმ-დან ნაყოფიას ჩამოშორების მოთხოვნა, გენმდივნად პეტრე ცისკარიშვილის დანიშვნა და სამდივნოში საკუთარი ცოლისძმის შეყვანა ჩარევა არაა?

3. 2016 წელს “ენმ” რომ დაშალე, “ევსაქები” {ევროპული საქართველო} დააფინანსე და ყველა ბრალი მოგეხსნა, მაშინაც ივანიშვილს ებრძოდი?

4. მიშას გათავისუფლების კომიტეტის სანაცვლოდ, ანტიკორუფციული მოძრაობის დაფინანსება საერთო სახალხო საქმე იყო?

5. ნიკა გვარამიას ხსენება არ გიტყდება?- “მთავარ არხს” დავაფინანსებ, თუ ნიკა გაიწევა, ეგ ძაან მიშააო, – მე ვამბობდი, თუ შენ?

6. დამოუკიდებელ მედიას რომ ეხმარები, ჩემი ეთერიდან მოხსნის სანაცვლოდ, ეგ ვიცი.

7. “ქოლცენტრების” ბიზნესიდან “ოცნების” შავ სალაროში ფულის შეტანაც ეტყობა ივანიშვილთან ბრძოლის ტაქტიკის ნაწილი იყო

8. უკრაინა ნამდვილად პრიორიტეტია, მაგრამ იქ ჯერ არ იციან, აგვისტოს ომის მერე იარაღი ვის მიჰყიდე.

9. უკრაინაშიც ბიზნესი მიშამ ხომ არ დაგილაგა?

10. ჩავარდა გოგაშვილის რევოლუცია, ყოფილი მერიის აღების გეგმაც,რევოლუციას ლიდერი და დუხი უნდა,მარტო ფული არ ყოფნის. არ გამოვა შენგან ჩე გევარა.

P.S. სტატუსის ტექსტის ავტორი პიარის აზრზე არაა” – წერს ელისო კილაძე.