რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს აქვს მასალები, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენებზე მომხდარი ტერაქტის დროს დასავლეთის კვალზე მიუთითებს, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს მასალები, რომლებიც მიუთითებს დასავლურ კვალზე ამ ტერორისტული აქტების ორგანიზებასა და განხორციელებაში“, – აღნიშნა ნარიშკინმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა მომხდარის შესახებ გამოძიება მეორე დღეს დაიწყეს.
მისი თქმით, მილსადენებზე მომხდარი აფეთქება ტერორისტული აქტია.
„ჩემი აზრით, დასავლეთი ყველაფერს აკეთებს ამ საერთაშორისო ტერორისტული აქტის ნამდვილი შემსრულებლების და ორგანიზატორების დასამალად“, – დასძინა სერგეი ნარიშკინმა.