საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველობის კანდიდატობის სურვილი 19-მა პირმა გამოთქვა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა განცხადებების მიღება დასრულდა.
ომბუდსმენობის სუირვილი გამოთქვეს შემდეგმა პირებმა:
1. ანა აბაშიძე – ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი
2. მარიკა არევაძე – საადვოკატო ბიუროს „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორები“ ადვოკატი
3. გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე
4. ლელა გაფრინდაშვილი – ა(ა)იპ „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი
5. სოფიო დემეტრაშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
6. თინათინ ერქვანია – GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი
7. ევგენია თავაძე – დროებით უმუშევარი
8. ალექსანდრე კობაიძე – ა(ა)იპ „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია“ თავმჯდომარე
9. ლევან კოკორაშვილი – ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე
10. ნუგზარ კოხრეიძე – ა(ა)იპ „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ თავმჯდომარე
11. გიორგი მარიამიძე – ა(ა)იპ „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტი“ დამფუძნებელი, დირექტორი
12. სერგო მახარაძე – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი
13. მაკა მინდიაშვილი – ა(ა)იპ „ხალხის ხმა“ დამფუძნებელი
14. ჯემალ ნათელაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი
15. ნიკოლოზ ნიკოლაძე – საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი
16. ქეთევან ჩაჩავა – ა(ა)იპ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ აღმასრულებელი დირექტორი
17. გიორგი ცობეხია – საადვოკატო ბიუროს „გიორგი ცობეხია და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი, დირექტორი
18. იაგო ხვიჩია – საქართველოს პარლამენტის წევრი
19. ნაზი ჯანეზაშვილი – ა(ა)იპ „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ დირექტორი