მედიის ცნობით, რუსეთმა ვეტო დაადო გაერო-ს რეზოლუციას, რომელშიც რუსეთის მიერ ოთხ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმი არალეგალურად არის აღიარებული

რუსეთმა ვეტო დაადო გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელშიც მოსკოვის მიერ  ოთხ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმი არალეგალურად არის აღიარებული.

მედიის ცნობით, რუსეთი ერთადერთი ქვეყანა იყო 15 წევრიან საბჭოში, რომელიც რეზოლუციის მიღების წინააღმდეგი გამოვიდა. ჩინეთმა, ინდოეთმა, ბრაზილიამ გაბონმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

გაერო-ში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა რეზოლუციის დაბლოკვას სამწუხარო ფაქტი უწოდა. მისი თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის ყოფნა, ხელს უშლის მის ფუნქციონირებას. როგორც რეზოლუციის ინიციატორი ქვეყნის აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლინდა ტომას გრინფილდმა განაცხადა, რუსეთის ვეტოს გამო, აღნიშნული დოკუმენტი გაერო-ს გენერალური ასამბლეის კენჭისყრაზე დადგება.

„ამ ნაბიჯი ჩვენ ვაჩვენებთ, რომ მსოფლიო დაადასტურებს, რომ სამყარო კვლავ უჭერს მხარს სუვერენიტეტს და იცავს ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში.