ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 2023 წლის ბიუჯეტში კოვიდის მართვის მიმართულებით ხარჯები მნიშვნელოვნად მცირდება

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2023 წელს სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამისთვის 80 მილიონი ლარია გათვლილი. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„80 მილიონია გათვლილი სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამისთვის. ეს დაახლოებით 22-23 ათასი ადამიანის დასაქმებას ეხება და მათ ანაზღაურებას“,-განაცხადა აზარაშვილმა.

მან ასევე განმარტა, რომ 2023 წლის ბიუჯეტში კოვიდის მართვის მიმართულებით ხარჯები მცირდება.

„რაც შეეხება კოვიდის მართვას, ნახევარ მილიარდზე მეტი გვქონდა 2022 წელს, მაგრამ 2023 წელს მნიშვნელოვნად მცირდება და 100 მილიონი ლარის ფარგლებშია. დიდი იმედი გვაქვს, რომ უფრო ნაკლები დაგვჭირდება იქიდან გამომდინარე, რომ უკვე კარგად არის მოწესრიგებული როგორც პაციენტების ჰოსპიტალიზაციის, ასევე სხვადასხვა ხარჯების მართვის ნაწილი, ასევე მნიშვნელოვნად არის ინფიცირებები შემცირებული. ვფიქრობთ, რომ ამის საჭიროება არ გვექნება“, – განაცხადა აზარაშვილმა.