“სრულიად უმიზეზოდ 39 ჭრილობა მიაყენა, ფსიქიკურად იყო დაავადებული” – მოკლული 65 წლის კაცის შვილი

“სრულიად უმიზეზოდ 39 ჭრილობა მიაყენა, ფსიქიკურად იყო დაავადებული” – მოკლული 65 წლის კაცის შვილი.

თბილისში, 65 წლის მოკლული კაცის შვილის განცხადებით, მამამისს 39 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მისი თქმით, მკვლელობაში ბრალდებულმა მოკლული სახლში შეიპატიჟა, შემდეგ კი მოკლა. რას მოჰყვა უთანხმოება, ჯერჯერობით უცნობია. როგორც მან აღნიშნა, ბრალდებული ფსიქიკურად იყო დაავადებული.

– “სამსახურს რომ მორჩა სახლისკენ ჩამოდიოდა და ეს პიროვნება ქუჩაზე დახვდა. შეიყვანა თავისთან სახლში და სუფრაზე მიიპატიჟა. შემდეგ იქ პროცესში არ ვიცი, იმ ადამიანს რა მოელანდა და სრულიად უმიზეზოდ 39 ჭრილობა მიაყენა. კვალის დაფარვის მიზნით, მთელი დღის განმავლობაში მასთან ჰყავდა და თვითონ მოძრაობდა, რომ არ შეემჩნია. გამთენიისას მთელ ქუჩაზე გამოიყვანა წამებით და ქუჩაზე დააგდო. ფსიქიკურად იყო დაავადებული ის პიროვნება და იმ მომენტში რა მდგომარეობაში იყო, რა მოუვიდა, რა მოელანდა კაცმა არ იცის” – განუცხადა მოკლულის შვილმა “მთავარ არხს”.

მკვლელობა 1 ოქტომბერს ღამით მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე 1 პირი დააკავეს, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

წყარო: newposts.ge