“ადამიანი არავინ იყო და პარტიის თავმჯდომარე გახდა” – ვაშაძე კობახიძეზე

“თუ კობახიძის ისტორიას შევხედავთ, ის არსაიდან გაჩნდა – ასე მუშაობენ სპეცსამსახურები: ადამიანი არავინ იყო და პარტიის თავმჯდომარე გახდა” – ვაშაძე.

თუ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია შე­იქ­მნე­ბა, ის წყა­რო, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს კო­ბა­ხი­ძის კავ­ში­რებს რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან, მზად არის მო­ი­ტა­ნოს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ამ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე, – ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა, გი­ორ­გი ვა­შა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

ვა­შა­ძის თქმით, მის­თვის „ბოლო წერ­ტი­ლი“ იყო „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „თა­ვი­სუ­ფალ სტუ­დი­ა­ში“ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, “სა­დაც კო­ბა­ხი­ძე ღიად და და­უ­ფა­რა­ვად სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დებ­და“.

“თქვე­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ის ეთერ­ში მან ლა­მის ლუ­კა­შენ­კოც კი გა­ა­მარ­თლა. მან ასე­ვე პა­რა­ლე­ლი გა­ავ­ლო რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის აფხა­ზეთ­სა და უკ­რა­ი­ნას­თან მი­მარ­თე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ჩვენ არ ვამ­ხი­ლეთ რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის ყვე­ლა ის მსა­ხუ­რი აგენ­ტი, წინ ვერ წა­ვალთ. თუ შე­იქ­მნე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია, რო­მე­ლიც უკვე და­ი­ნი­ცი­რე­ბუ­ლია ოპო­ზი­ცი­ის მიერ და ხელ­მო­წე­რი­ლია ჩვენ მიერ, ის წყა­რო, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს კო­ბა­ხი­ძის კავ­ში­რებს რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან, მზად არის მო­ი­ტა­ნოს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ამ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე. თუ კო­ბა­ხი­ძეს ამ ყვე­ლაფ­რის არ ეში­ნია, და­აჩ­ქა­რონ ამ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. თუ კო­ბა­ხი­ძის ის­ტო­რი­ას შევ­ხე­დავთ, ის არ­სა­ი­დან გაჩ­ნდა. ლე­გენ­და შექ­მნეს, თით­ქოს ის კახა კა­ლა­ძემ მი­იყ­ვა­ნა, რაც არის სრუ­ლი ჭორი. სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ასე მუ­შა­ო­ბენ. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იყო არა­ვინ, გახ­და ჯერ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი, შემ­დეგ კი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე. ის პარ­ტი­ა­ში „ეფ ეს ბეს“ ხა­ზით მოხ­ვდა. ვფიქ­რობ, რომ ეს და­ვა­ლე­ბა მი­ი­ღო „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“, რათა კო­ბა­ხი­ძე და­ნიშ­ნუ­ლი­ყო ამ კონ­კრე­ტულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით მის ხაზს, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე დას­ტურ­დე­ბა. ეს „ოთხე­უ­ლი“ არის აგენტ კო­ბა­ხი­ძის აგენ­ტი „ოთხე­უ­ლი“, – გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

გარ­და ამი­სა, „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა აღ­ნიშ­ნა, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა „რუ­სუ­ლი ტან­კის ში­შით“ სურს.

“რუ­სუ­ლი ტან­კის შიში ამ ქვე­ყა­ნა­ში მა­ნამ არ­სე­ბობს, სა­ნამ ჩვენ არ გვყავს თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ი­ა­რა­ღე­ბა. 2008 წელი გა­ვიხ­სე­ნოთ, ჩვენ რომ ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მე­ბი გვქო­ნო­და, რუ­სე­თი გან­სა­კუთ­რე­ბულს ვე­რა­ფერს იზამ­და. ხმე­ლეთ­ზე მათ წა­ა­გეს ომის პირ­ველ დღე­ებ­ში, ეს ყვე­ლას კარ­გად გვახ­სოვს. უკ­რა­ი­ნას­თან მი­მარ­თე­ბით, ჩვენ გვაქვს ერთი დიდი უპი­რა­ტე­სო­ბა – კავ­კა­სი­ო­ნი. რუ­სუ­ლი ჯარი ჩვენ­თან ვერ შე­მო­ვა 7, 10 და 15 სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან. არის რო­კის გვი­რა­ბი, ლარ­სი და აფხა­ზე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბა. ყვე­ლა ამ შე­მო­სას­ვლელ­ზე უნდა გა­ი­ა­რონ უღელ­ტე­ხი­ლი და 15 „ჰა­ი­მარ­სი“ ჰყოფ­ნის სა­ქარ­თვე­ლოს იმი­სათ­ვის, რომ ტე­რი­ტო­რია იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი და რუ­სე­თის ჯარი ვერ შე­მო­ვი­დეს. რუ­სეთს შავ ზღვა­ზე ფლო­ტი ფაქ­ტობ­რი­ვად აღარ ჰყავს, გვინ­და ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­დაც­ვა, რის­თვი­საც არის „პატ­რი­ო­ტე­ბი“ და „აბ­რამ­სის“ ტან­კი.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არი­ან ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი, ესე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დე­ბენ, ცდი­ლო­ბენ, რომ რუ­სუ­ლი ტან­კის ში­შით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ და უსაფრ­თხო­ე­ბის რე­ა­ლუ­რი გა­რან­ტია არ შექ­მნან.

დღეს რა­ტომ არ გვაქვს მოლ­დო­ვას­თან და უკ­რა­ი­ნას­თან ერ­თად ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი? „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის გამო. მათ ჩა­ი­დი­ნეს ისე­თი ქმე­დე­ბე­ბი, რის გა­მოც ჩვენ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი არ მოგ­ვცეს. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან პრო­რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის მსა­ხუ­რე­ბი.

ჩვენ, პრო­ევ­რო­პე­ლებს და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის 85%-ს გვაქვს ერთი დიდი უპი­რა­ტე­სო­ბა პრო­რუ­სულ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ მი­მარ­თე­ბით – ჩვენ არ გვი­წევს მო­ტყუ­ე­ბა. ჩვენ რაც ვართ, იმას ვამ­ბობთ. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რაც არის, იმას არ ამ­ბობს და ასა­ღებს თა­ვის თავს ვი­თომ პრო­ევ­რო­პე­ლია“, – გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

წყარო: ipn.ge