ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსი უკრინაში მიმდინარე რუსეთის სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობს, თუმცა მობილიზაცია არ იქნება. ლუკაშენკომ ამის შესახებ განცხადება სამხედრო უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
ამასთან ლუკაშენკო უარყოფს, რომ რუსეთის დასახმარებლად ის უკრაინაში სამხედროებს გზავნის. მისი თქმით, მონაწილეობა დაჭრილების მკურნალობაში, ასევე, ლტოლვილთა მიღებასა და იმაზე გამოიხატება, რომ ბელარუსი არ უშვებს კონფლიქტის ბელარუსის ტერიტორიაზე გავრცელებას.
„ჩვენ არავის ვკლავთ. ჩვენს სამხედროებს არსად არ ვგზავნით. არ ვარღვევთ ჩვენს მოვალეობებს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.