“დღეს საქართველო მზად არის ნატო-ში წევრობისთვის, უბრალოდ, ნატო არ არის მზად” – ზარქუა

“დღეს საქართველო მზად არის ნატო-ში წევრობისთვის, უბრალოდ, ნატო არ არის მზად” – ზარქუა.

დღეს სა­ქარ­თვე­ლო არის მზად ნატო-ში წევ­რო­ბის­თვის, უბ­რა­ლოდ, ნატო არ არის მზად და ეს თვი­თონ თქვა მათ შო­რის ან­დერს ფოგ რას­მუ­სენ­მა, – ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წევ­რმა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლი­დან 10 წელი შე­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პას უფრო მე­ტად და­უ­ახ­ლოვ­და.

“10 წლის­თავ­ზე ჩვენ გა­ვა­კე­თეთ ის, რომ უფრო მე­ტად და­ვუ­ახ­ლოვ­დით ევ­რო­პას. უვი­ზო მი­მოს­ვლა გვაქვს, დღეს თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბა გვაქვს ევ­რო­კავ­შირ­თან, 500 მი­ლი­ო­ნი­ან მომ­ხმა­რე­ბელ­თან, რაც ჩვე­ნი სა­გა­რეო ვაჭ­რო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 20-25% არის უკვე და ეს ძა­ლი­ან კარ­გია. მათ შო­რის დღეს ცხოვ­რობთ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქვს, რომ ხელ­ფა­სე­ბი მო­მა­ვალ წელს კი­დევ უფრო მე­ტად გავ­ზარ­დოთ სწო­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე,რა­საც ბა­ტო­ნი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ატა­რებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ნატო-ევ­რო­კავ­შირს, ჩვენ გა­დავ­დგით ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის მო­რი­გი ნა­ბი­ჯი, მი­ვი­ღეთ აღი­ა­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ნატო-ს მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­კითხს, მეს­მის უკ­რა­ი­ნის, რო­მელ­საც მცდე­ლო­ბა აქვს, რომ უფრო მე­ტად და­უ­ახ­ლოვ­დეს ნატო-ს – ეს მეს­მის, გან­საც­დელ­შია, მაგ­რამ ჩვენ გვაქვს ჩვე­ნი გეგ­მა. უკ­რა­ი­ნის ამ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე თქვენ იცით, რომ ნა­ტოს-გან პა­სუ­ხი მი­ი­ღეს, რომ დაჩ­ქა­რე­ბუ­ლად არ აპი­რე­ბენ უკ­რა­ი­ნის თე­მის გან­ხილ­ვას. ჩვენ არ უნდა მო­ვა­ტყუ­ოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა, არ უნდა მო­ვი­ტყუ­ოთ თავი. დღეს სა­ქარ­თვე­ლო არის მზად ნატო-ში წევ­რო­ბის­თვის, უბ­რა­ლოდ, ნატო არ არის მზად და ეს თვი­თონ თქვა რას­მუ­სენ­მა. ასე, რომ გა­ვუფრ­თხილ­დეთ ჩვენ ქვე­ყა­ნას, იმ მიღ­წე­ვებს, რაც გვაქვს”, – აცხა­დებს ზარ­ქუა.

წყარო: newposts.ge