“ოცნებამ” კარგად იცის, რომ არჩევნებში მეოთხე ვადით გამარჯვება წარმოუდგენელია, ამიტომ ხელოვნური პარტიების ფორმირებას იწყებს _ ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ “ფორმულას” ეთეერში განაცხადა.
ყველაფერი, რაც დღეს ხდება, უნდა დავინახოთ, როგორც მომავალი არჩევნების ჭრილში გადადგმული ნაბიჯები. ეს არის ძალიან ხელოვნური პროცესი. ვიცნობ რა ანატომიას “ქართული ოცნების”, არაფერია შემთხვევითი, რაც ახლა ხდება. არის მარტივი სქემა, რომ ურთულესი ამოცანა, რომელიც ახლა დგას “ოცნების” წინაშე, არჩევნები, რომელიც მალე მოვა, ამისთვის მზადებას იწყებს. მან ძალიან კარგად იცის, რომ მეოთხე ვადით არჩევნებში გამარჯვება წარმოუდგენელი ამოცანაა. ამიტომ, იწყებენ ხელოვნური პარტიების ფორმირებას.
ეს პროცესი დიდად საინტერესოდ არ მეჩვენება, უფრო საინტერესი იქნება როგორ გადალაგდება ოპოზიციური სექტორი”- აღნიშნა ეკა ბესელიამ.